TI მიიჩნევს, რომ ფილიპ მორისს, შესაძლოა, სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდა
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, მიიჩნევს რომ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის ფილიპ მორის სასამართლო საქმის განხილვა, შესაძლოა, არაობიექტურად და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით წარიმართა. ამასთან დაკავშირებით TI რამდენიმე გარემოებას ასახელებს:
- სასამართლომ არ გაითვალისწინა კონკურენციის სააგენტოს დასკვნა და სათანადო დასაბუთების გარეშე დაადგინა "კონკურენციის შესახებ" კანონის დარღვევა.
- სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა "ფილიპ მორისს" დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე.
- სასამართლომ კანონის დარღვევად შეაფასა დემპინგური ფასდადება საქონელზე, იმ პირობებში როდესაც დემპინგის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში არ არსებობს.
- დასაბუთებას მოკლებულია სასამართლოს შეფასება, რომ კომპანია ფილიპ მორისმა დაარღვია "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი, რამაც თამბაქოს ბაზარზე კონკურენციის წესების დარღვევა გამოიწვია.
- კომპანია "ფილიპ მორისს" რომც დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა, 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, "თბილისის თამბაქოს" მიეკუთვნა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე რეალური ზიანი შეიძლებოდა ყოფილიყო.
2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია "ფილიპ მორისს" სს "თბილისის თამბაქოს" სასარგებლოდ 93 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა.
TI-ის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებით კომპანია "ფილიპ მორისის" მიერ ბაზარზე კონკურენტების გაძევების მიზნით დადგინდა დემპინგური ფასები, რის გამოც მას სს "თბილისის თამბაქოს" მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საეჭვო გარემოებად ასახელებს იმას, რომ "თბილისის თამბაქო" "ფილიპ მორისის" წინააღმდეგ საქმეს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე იხილავდა. ორგანიზაციის ცნობით, მსგავს საქმეზე იმავე დღეს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ, ადგილობრივი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია "ომეგას" სასარგებლოდ 270 მილიონამდე ლარით დააჯარიმა კიდევ ერთი თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია "ბრითიშ ამერიქან თობაქო."
TI აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, იგივე მოსამართლე განიხილავს "ტერა ბანკის" საქმესაც, რომლის განხილვისას დაფიქსირებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით "საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტს საქართველოში" შეტანილი აქვს დისციპლინური საჩივარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებით ცალსახად ზიანდება საინვესტიციო გარემო და ქვეყნის იმიჯი, რაც საბოლოო ჯამში ზიანს სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტს და ქვეყნის ეკონომიკას აყენებს.
“Philip Morris International" მსოფლიოში თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ფილიპ მორისი საქართველოში 1996 წლიდან ოპერირებს. ის აწარმოებს ბრენდებს MARLBORO, PARLIAMENT, L&M, CHESTERFIELD და BOND STREET.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები