სახალხო დამცველი სააკაშვილის შესახებ ღარიბაშვილის განცხადებებს არაჰუმანურსა და ღირსების შემლახავს უწოდებს
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით არაჰუმანურს უწოდებს. ჟურნალისტმა მას სთხოვა შეეფასებინა ღარიბაშვილის ის განცხადება, სადაც პრემიერმინისტრი ექსპრეზიდენტის შიმშილობას დიეტას ადარებს. ასევე, მმართველი პარტიის სხვა პირების პოლიტიკური შეფასებები სააკაშვილის მიერ თაფლის მიღებასთან დაკავშირებით.
"მიუღებელია. მე თავიდანვე არ მოვიწონე და დავგმე ამ ტიპის განცხადებები. ნამდვილად, არაჰუმანურია უბრალოდ, შეგვიძლია ვთქვათ. იმიტომ, რომ პირველ რიგში, ექიმები ნამდვილად ადასტურებენ, რომ ვითარება არ არის მარტივი და გარკვეული წინაპირობები უკვე სახეზე არის სავარაუდო გართულებების. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ არის ეს ადამიანური და ჰუმანური დამოკიდებულება", — განაცხადა ლომჯარიამ TV პირველის ეთერში.
სახალხო დამცველის შეფასებით, მსგავსი განცხადებები უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ კონკრეტულად სააკაშვილის, არამედ სხვა მოშიმშილე პატიმრებზეც.
"მსგავსი განცხადებები აქეზებს მოშიმშილე პატიმარს, რომ საკუთარ ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს. არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს არამედ იცით, რომ სხვა პატიმრებიც ძალიან მკაცრი ფორმებით შიმშილობდნენ და მათზე ძალიან ცუდად აისახა მსგავსი ტიპის საჯარო განცხადებები. ზოგადად, ეს არ არის ადამიანური და არის, ვფიქრობ, ღირსების შემლახავი", — განაცხადა ლომჯარიამ.
გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილს უნდა "ყველამ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე ვილაპარაკოთ", დღეს კი თქვა, რომ აღარ აინტერესებს სააკაშვილის "შიმშილობა თუ დიეტა".
შიმშილობის დაწყებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თაფლს იღებს, რასაც პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მაგალითად, იგივე ღარიბაშვილმა თქვა, რომ "როცა ადამიანი ამბობს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს"; დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ რადგან ექსპრეზიდენტი თაფლს იღებს, ე.ი. საკმაოდ კალორიულ კვებაზეა; ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილს შესანიშნავი პირობები აქვს და ციხეში კი არა კურორტზეა. მსგავსი შეფასებების შემდეგ, სააკაშვილმა გადაწყვიტა უფრო მკაცრ შიმშილობაზე გადასულიყო.
მიხეილ სააკაშვილი 20 დღეა შიმშილობს. გუშინ, 19 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილმა ექიმთა მულტიფუნქციურმა ჯგუფმა სააკაშვილის ციხეში პირველად მოინახულა და მისი პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. იმავე დღეს, სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ნებართვის შემთხვევაში მას, სავარაუდოდ შაბათს, კლინიკაში გადაიყვანენ.
დღეს, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გამოაგზავნა, სადაც წერის, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს, მაგრამ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები