დემნა გვასალია "სიმპსონებში" გამოჩნდა და ახალი კოლექცია ანიმაციასთან ერთად წარადგინა
ბოლო წლებში მიღწეული წარმატებების შემდეგ, სად აღარ წარმოვიდგენდით დემნა გვასალიას, თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ მოდის დიზაინის ქართველი ინოვატორი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ანიმაციაში, სიმპსონებში, ამოყოფდა თავს.
კი, სიმპსონების სპეციალურ ეპიზოდში თქვენ ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელსა და Met Gala 2021-ის ნამდვილ ვარსკვლავს იხილავთ.
ყველაფერი კი იმაზე უფრო საინტერესოა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. რეალურად, დემნამ კი არ ამოყო სიმპსონებში თავი, სიმპსონები აღმოჩნდნენ ბალენსიაგას ორიგინალურ შოუში. ბრენდმა ცნობილი ანიმაციის შემქმნელებთან ითანამშრომლა, რათა პარიზში გამართულ ღონისძიებაზე 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარედგინა.
"სიმპსონები, თავისი ირონიული ტონისა და ცოტათი გულუბრყვილო რომანტიკული მხარის გამო ყოველთვის მიყვარდა", — ამბობს დემნა და დასძენს, რომ როცა პროდიუსერებს შეეხმიანა, თანამშრომლობაზე მათი დათანხმების იმედი დიდად არ ჰქონდა, — "თუმცა, დამთანხმდნენ. პარლამენტის ლურჯი შოუ ნახეს და მოეწონათ".
10-წუთიან ანიმაციაში ვხედავთ, როგორ არწმუნებს ჰომერ სიმპსონი ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელს, რომ მარჯ სიმპსონისთვის კაბა შექმნას. საბოლოოდ კი, ისე ხდება, რომ მთელი სპრინგფილდი ბალენსიაგას შოუდ იქცევა. ანიმაციის პოპულარული პერსონაჟები ბრენდის წინათ შექმნილი სამოსებით ჩნდებიან და აუდიტორიის წინაშე პოზირებენ. დამსწრეებში კი, Vogue-ის რედაქტორი, ანა ვინტურიც ჩანს.
ანიმაციური ვიდეოს პრემიერა Place du Chatelet-ში გაიმართა. ვარსკვლავებით დახუნძლულ ღონისძიებას არც წითელი ხალიჩა აკლდა და არც ფოტოგრაფები. რამდენიმე ცნობილი ადამიანი ახალი კოლექციის ლუქებითაც გამოჩნდა. მათი უმეტესობა ბალენსიაგას თანამშრომლები და ბრენდის მეგობრები იყვნენ: Cardi B, ელიოტ პეიჯი, ნაომი კემპბელი, იზაბელ იუპერი, ლუის ჰამილტონი და სხვები.
სექტემბრის დასაწყისში ქართველი დიზაინერის შექმნილი ლუქებით მოდის სფეროს წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, Met Gala-ზე, არაერთი ცნობილი ადამიანი გამოჩნდა. რამდენიმე დღის წინ გვასალია ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოზეც წარადგინეს (რომელიც ერთხელ უკვე მოგებული აქვს), სულ ცოტა ხნის წინ კი, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იგი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები