10 შემთხვევა, როცა კიანუ რივზმა ჩვენი გულები დაიპყრო
სინამდვილეში პირველივე დანახვაზე მოგვნუსხა, მაგრამ 10 მიზეზის ჩამოთვლას რა უნდა, როცა საქმე ინტერნეტის შეყვარებულს ეხება?
ამ სამყაროში ალბათ ფერიების, დრაკონების და უნიქორნების არსებობას უფრო მარტივად დავიჯერებთ, ვიდრე იმ ადამიანებისას, ვისაც კიანუ რივზი არ მოსწონს. და თუ ჩვენს მკითხველს შორის ასეთი გამონაკლისი არსებობს, 2 სექტემბერს, დედამიწის ყველაზე კეთილი და მარტოსული ადამიანის დაბადების დღეზე, მასზე რამდენიმე ფაქტს გიამბობთ.
1. როცა ავარიული დაშვების შემდეგ, უცნობებთან ერთად ავტობუსით იმგზავრა და გზაში სახალისო ისტორიებს და ქალაქის შესახებ საინტერესო ფაქტებს უყვებოდა
2. როცა ჩამოთვალა მიზეზები, რის გამოც ვაინონა რაიდერი უყვარს: "იუმორის გრძნობა, ინტელექტი, ხასიათი, სამყაროს აღქმა, ლამაზი შინაგანი სამყარო, კეთილი გული და ნიჭიერება"
ჩვენთვის ასეთი არაფერი უთქვამს, მაგრამ ვაინონას გრძნობებს ვიზიარებთ.
3. 26 წლის წინ, სანამ ოქტავია სპენსერს მსოფლიო გაიცნობდა, მას უკვე ჰქონდა კიანუსთან შეხვედრის ბედნიერება. სპენსერს ქასთინგზე აგვიანდებოდა, როცა გზად მანქანა გაუფუჭდა და მას დახმარება სწორედ რივზმა გაუწია
ამის შესახებ მსახიობმა რამდენჯერმე მოყვა სხვადასხვა შოუში.
4. როცა ინტერნეტმა აღმოაჩინა, რომ ის ქალების პირად სივრცეს ყოველთვის პატივს სცემს და ფოტოს გადაღების დროს ზედმეტად არ ეხება
5. როცა ყველაზე სევდიან კითხვაზე, სტივენ კოლბერტს ასე უპასუხა:
- რა მოხდება, როცა მოვკვდებით?
- იმ ადამიანებს მოვენატრებით, ვისაც ვუყვარვართ.
6. როცა გაირკვა, რომ ძალიან უყვარს სუდოკუ და მის შესაძენად ყოველ კვირას დადიოდა წიგნის მაღაზიაში. თუმცა მისვლამდე 20 წუთით ადრე რეკავდა
7. როცა სცენაზე ყოფნისას ფანის შეძახილს — "აღმაფრთოვანებელი ხარ!" — ასე უპასუხა:
8. როცა ლეკვების დანახვისას ეს რეაქცია ჰქონდა:
ამაზე უფრო მშვენიერი, უბრალო და სიყვარულით აღსავსე რა გინახავთ?
9. როცა ნიუ-იორკის მეტროთი მგზავრობისას ქალს ადგილი დაუთმო
კარგი, ვიცით, რომ ეს ჩვეულებრივი საქციელია და თქვენც ანალოგიურად მოიქცეოდით მის ადგილზე. ანალოგიურად დაგიფასებდით, კიანუ რომ იყოთ.
10. როცა მისდა უნებურად უკრაინული ისტორიის წიგნში ამოყო თავი
ფოტო: thetremba / Twitter
უკრაინული სკოლებისთვის შექმნილ ისტორიის სახელმძღვანელოში სურდათ, რომ მეოცე საუკუნეში გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო — სადილი ცათამბჯენზე გამოეყენებინათ. თუმცა, ისტორიის წიგნისთვის შეცდომით ფოტოს ის ვერსია გამოიყენეს, რომელშიც ფოტოშოპის საშუალებით კიანუ რივზი მეთორმეტე მუშადაა ჩამატებული.
ბონუსი: აქვე შეგახსენებთ, რომ შეიძლება ოფიციალური ცნობებით კიანუ რივზი 58 წლის გახდა, მაგრამ არაოფიციალური ცნობებით ის სინამდვილეში უკვდავი ვამპირია.
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
კომენტარები