ეს შემოწმებაც დაიწყება და დასრულდება, გადამხდელისთვის ზედმეტი დისკომფორტის გარეშე — მინისტრი მთავარ არხზე
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით წერს, რომ "ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ეს შემოწმებაც დაიწყება და დასრულდება, გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე". ლაშა ხუციშვილის განცხადებით, "ამ თემით სპეკულირება, პოლიტიკური ქულების დაწერა და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, არ არის კარგი". მან ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.
ხუციშვილის განცხადებით, ამ საკითხზე საზოგადოებას ბევრი არასწორი ინფორმაცია მიეწოდება. მინისტრი განმარტავს, რომ ფინანსური პოლიცია, "რომელიც არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური", არსად შესულა და არანაირ ღონისძიებას არ ახორციელებს. ამასთან, მისივე თქმით, საგადასახადო სამსახური მთავარ არხში არ შესულა.
"შემოსვლების სამსახური არსად არ შესულა. შემოსავლების სამსახური ახორციელებს კამერალურ საგადასახადო შემოწმებას ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში (მიმდინარე თვეში სხვა 500 კომპანიასთან ერთად), რაც წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ჩვეულებრივ, სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე პროცედურის დასრულებას", — წერს ის.
ამასთან, ხუციშვილი ეხმაურება მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მითითებას ე.წ. შავი ფულის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე და ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურის ფუნქცია და ვალდებულება არ არის დაფინანსების წყაროების შემოწმება და კამერალურ საგადასახადო შემოწმება მხოლოდ საგადასახადო ვალდებულების სიზუსტის შემოწმებას მოიცავს.
ის უარყოფს იმასაც, რომ ამ ყველაფრის შედეგად, შეიძლება ტელეკომპანიას საქმიანობაში ხელი შეეშალოს.
"გარდა იმისა, რომ შემოწმებას არანაირი შეხება არ აქვს მთავარ არხთან, კამერალური საგადასახადო შემოწმების ეს პროცესი თეორიულადაც კი არ ითვალისწინებს იმგვარ პროცედურას, რომ რამენაირად ხელი შეეშალოს კომპანიას საქმიანობაში. მაქსიმუმ რამოდენიმე საათი დაეხარჯოს კომპანიის აუდიტორს ინფორმაციის მოწოდებაში", — აცხადებს მინისტრი.
ამასთან, ლაშა ხუციშვილი განმარტავს, როგორ ხდება შესამოწმებელი კომპანიების შერჩევა. მისი თქმით, შემოსავლების სამსახურში შექმნილია ავტომატიზებული ელექტრონული სისტემა, რომელიც ათობით სხვადასხვა რისკი კრიტერიუმების საფუძველზე აფასებს კომპანიებს და ანიჭებს შესაბამის ქულას, რომლის საფუძველზეც გენერირდება შესამოწმებელი საწარმოების სია. მისი თქმით, ეს სისტემა შემუშავებულია აშშ-ს ხაზინის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამების ფარგლებში და არის ერთ ერთი თანამედროვე და სანდო.
"აღნიშნული პროცედურა არ არის უცხო გადასახადის გადამხდელებისათვის. წლის განმავლობაში, 8000-მდე ასეთი კამერალური შემოწმება ტარდება და ათი ათასობით სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია ხორციელდება გადასახადის გადამხდლებთან. დღეს, ისე როგორც არასდროს, საგადასახადო ადმინისტრირება ორიენტირებულია საგადასახადო დარღვევების პრევენციაზე და არა დასჯაზე. არც კი ღირს შედარების გაკეთება, ამას კარგად ხედავს ყველა. ის რაც ერთ დროს მართლა კრიმინალად ითვლებოდა (ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება), დღეს სრულად ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება", — აცხადებს მინისტრი.
მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კი აცხადებს, რომ ეს ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულებას.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები