ლაშა ბუღაძე

12 Jul. 2021, 22:06

დიახ, მეგობრებო, ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, მაგრამ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის, სადაც ბნელმა არ უნდა შთანთქას სინათლე, სადაც სიბნელემ არ უნდა მოგვიცვას. ამიტომ ნუ გვატყუებენ, ნუ მანიპულირებენ რელიგიური და ეკლესიური თემებით ჩეკისტები, რომელთაც ანაფორები აცვიათ. ნუ გვატყუებენ ძველი, ცეკას დროინდელი კგბ-ს მიერ შერჩეული ე.წ. სასულიერო პირები.

აქ ხალხს ნუ ასწავლიან რწმენას და ქრისტიანობას. დუგინის რკინის კოსტრუქციას ნუ ეძახით წმინდა ნინოს ჯვარს. წმინდა ნინოს ჯვარი ვიცით ჩვენ სიონის ტაძარშია დაბრძანებული. მორწმუნემ იცის სადაც უნდა ილოცოს, ქაშუეთის ეკლესიაში, სადაც ბოლო წირვა აღადგინა საქართველოს ჭეშმარიტმა პატრიარქმა, ბოლშევიკების მიერ ნაწამებმა ამბროსი ხელაიამ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  3. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  4. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს

ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსის ახალი სერიალის, Baby Reindeer-ის, პრემიერა შედგა და მისი სიუჟეტი სოციალურ ქსელებში განხილვის…