სახელმწიფოს წარმომადგენელთა ფართომასშტაბიანი ამნისტია სამართლებრივი სახელმწიფოს არსს ეწინააღმდეგება — GDI
საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა, GDI-ის განცხადებით, 2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე ფართომასშტაბიანი ამნისტია სამართლებრივი სახელმწიფოს არსს ეწინააღმდეგება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის იდეას მნიშვნელოვნად აზიანებს.
"ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული და მათი უმეტესობის მიერ ხელმოწერილი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტის — სამომავლო გზა საქართველოსთვის უპირველესი მიზანი არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციიდან მომდინარე ნეგატიური შედეგების შემცირებაა. თუმცა, მწვავე საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსიისა თუ კრიტიკის საგანი გახდა ამ დოკუმენტის ის ჩანაწერი, რომელიც ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას ეხება. კერძოდ, ამნისტიის გავრცელების ინტერპრეტაციას სახელმწიფოს იმ წარმომადგენლებზე, რომლებმაც 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ უფლებამოსილებას გადაამეტეს, არაპროპორციული ძალა გამოიყენეს ან/და ადამიანთა კონსტიტუციური და კონვენციური უფლებები არსებითად შელახეს", — აცხადებენ GDI-ში.
მათივე თქმით, პოლიტიკური შეთანხმების სახელით ინიცირებული ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს გარდა პოლიტიკურისა, მორალურ-სამართლებრივი განზომილებაც გააჩნია და მისი მიზანშეწონილობაც ყველა ამ პერსპექტივიდან უნდა შეფასდეს. შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, "ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება".
"შეთანხმების ზემოთ ციტირებული კომპონენტის საკანონმდებლო დონეზე ინტერპრეტაციის რამდენიმე ალტერნატივა იკვეთება:
- ამნისტია გავრცელდეს მხოლოდ დემონსტრაციის მონაწილეებზე;
- ამნისტია გავრცელდეს როგორც დემონსტრაციის მონაწილეებზე, ასევე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ სამართალდამცავებზე;
- ამნისტია გავრცელდეს დემონსტრაციის მონაწილეებსა და ყველა, როგორც ამჟამად უკვე ბრალდებულ, ასევე მომავალში შესაძლო ბრალდებულ, 19-21 ივნისს მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედ სამართალდამცავზე/სახელმწიფოს წარმომადგენელზე (დათქმით, რომ ამნისტია არ შეეხება კონვენციურ და იმ დანაშაულებს რომელთაც შედეგად ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანება მოჰყვა".
GDI-ს მიაჩნია, რომ ამნისტიის შესახებ კანონი ხარვეზიანი იქნება როგორც ფორმალური კანონიერების, ასევე ფუნდამენტური სამართლებრივი გადმოსახედიდან.
"მეორესმხრივ, ანგარიშგასაწევია შეთანხმების დოკუმენტის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი, კერძოდ, ის გარემოება, რომ ამნისტია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის, დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის ერთიანი სქემის შემადგენელ ნაწილიად იქცა. ამნისტიის ფორმალური კანონიერების მოთხოვნებთან შეუსაბამობა ნორმატიულ დონეზე ჩანს იმაში, რომ იგი წინასწარ ინდივიდუალურად განსაზღვრულ პირთა წრეს მიემართება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: "ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ", — ნათქვამია GDI-ს განცხადებაში.
საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ კანონის გავრცელება მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, "რომლებმაც არსებითად შელახეს 2019 წლის 19-20 ივნისის დემონსტრაციის მონაწილეთა კონსტიტუციური და კონვენციური უფლებები, გაუმართლებელია როგორც მორალური, ასევე ფუნდამენტური სამართლებრივი გადმოსახედიდან".
"ვინაიდან მსგავს ქმედებაში ვლინდება სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნება — პოლიტიკურ მხარედ წარმოაჩინოს სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები და სათანადო რეაგირების მიღმა დატოვოს მათ მიერ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განზრახ უხეში დარღვევის ფაქტები. მაშინ, როდესაც მათი დასჯა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს", — აღნიშნავენ GDI-ში.
პარლამენტში დარეგისტრირებულია ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი — ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ვერსიები. განხილვები საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას, საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული უქმეების შემდეგ, დაიწყება.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები