რატომ ავსებს დეპუტატთა მესამედი ქონებრივ დეკლარაციას არასწორად
საქართველოს პარლამენტის ყოველი მესამე დეპუტატი დეკლარაციას არასწორად ავსებს. 150 დეპუტატიდან დეკლარაციაში პარლამენტიდან მიღებული ანაზღაურების შესახებ არასწორი ინფორმაცია 43-მა დეპუტატმა მიუთითა.
On.ge-მ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტარების ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია და შევსებულ დეკლარაციებში მითითებულ ინფორმაციას შეადარა.
როგორ უნდა შეევსოთ დეპუტატებს დეკლარაცია?
საქართველოს კანონმდებლობით ყველა თანამდებობის პირი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია, შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია. შევსებული დეკლარაცია ღიაა და საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე ქვეყნდება.
თანამდებობის პირები ვალდებული არიან, ქონებრივი დეკლარაციის შესაბამის ველში მიუთითონ თავისი და თავისი ოჯახის წევრების მიერ დეკლარაციის შევსების წინა წლის განმავლობაში მიღებული ანაზღაურება. მაგალითისთვის, თუ დეკლარაცია ივსება 2017 წელს, თანამდებობის პირმა 2016 წლის შემოსავლები უნდა მიუთითოს.
შემოსავლებში იწერება დაუბეგრავი თანხა. იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირმა დეკლარაციის შევსების წელს დაიკავა თანამდებობა, არ უთითებს ამ თანამდებობაზე მიღებულ ანაზღაურებას.
ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას გამოკვეთილი დარღვევები
- მეცხრე მოწვევის პარლამენტში არჩეულმა რვა დეპუტატმა, რომლებმაც დეკლარაცია 2016 წელს შეავსეს, პარლამენტიდან იმავე წელს, ანუ 2016-ში მიღებული შემოსავალი მიუთითეს;
- 17-მა დეპუტატმა არ მიუთითა საქართველოს პარლამენტში წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები;
- მიღებული შემოსავლისგან განსხვავებული მონაცემი მიუთითა 18-მა დეპუტატმა.
დეპუტატები, რომლებმაც დეკლარაციები არასწორად შეავსეს
თანამდებობის პირის დეკლარაცია არასწორად შეავსო:
- საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების 35-მა დეპუტატმა;
- საპარლამენტო უმცირესობის - მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს - ოთხმა დეპუტატმა;
- პატრიოტთა ალიანსის სამმა დეპუტატმა;
- ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.
დეკლარაციაში არ უნდა მიეთითებინათ პარლამენტიდან 2016 წელს მიღებული ანაზღაურება და მიუთითეს (2016 წელს შევსებულ დეკლარაციაში მხოლოდ წინა წლის შემოსავლები უნდა იყოს მითითებული): ირაკლი კობახიძემ, იოსებ მაკრახიძემ, სოფიო კილაძემ, გენადი მარგველაშვილმა, თეიმურაზ კოხრეიძემ, შოთა შალელაშვილმა, კობა ნარჩემაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა.
დეკლარაციაში პარლამენტში მიღებული ხელფასის შესახებ ინფორმაცია არ მიუთითეს: სამველ მანუკიანმა, რატი იონათამიშვილმა, მარიამ ჯაშმა, რუსლან გაჯიევმა, დავით სონღულაშვილმა, ოთარ ჩრდილელმა, ბექა ოდიშარიამ, ალექსანდრე ერქვანიამ, ბიძინა გეგიძემ, აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, მამუკა მდინარაძემ, მამუკა ჩიქოვანმა, სერგი კაპანაძემ, ოთარ კახიძემ, ემზარ კვიციანმა და გიორგი ლომიამ.
დეკლარაციაში არასწორი თანხა მიუთითეს: გიორგი ვოლსკიმ, გედავან ფოფხაძემ, გუგული მაღრაძემ, ალექსანდრე ქანთარიამ, სულხან მახათაძემ, გიორგი გაჩეჩილაძემ, ირაკლი ბერაიამ, ვიქტორ ჯაფარიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, შალვა კიკნაველიძემ, პაატა კვიჟინაძემ, გრიგოლ მიქელაძემ, მირიან წიკლაურმა, ნინო წილოსანმა, თენგიზ ხუბულურმა, აკაკი ბობოხიძემ, ირმა ინაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა.
როგორ ხსნიან დეპუტატები დეკლარაციაში არსებულ ხარვეზებს?
საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების პასუხს On.ge თითქმის ერთი კვირაა ელოდება, თუმცა, უშედეგოდ.
საპარლამენტო უმცირესობის - მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატებმა მიზეზები ასე განმარტეს: აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ დეკლარაციაში ის თანხა მიუთითა, რაც ბუღალტერმა უთხრა, მამუკა ჩიქოვანი ამბობს, რომ "ალბათ გამორჩა". დარჩენილი ორი დეპუტატის, ოთარ კახიძისა და სერგი კაპანაძის შემთხვევაში კი, პრესსამსახურის საშუალებით, მიზეზი ვერ დადგინდა.
პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის სამდივნოს სპეციალისტი, ირაკლი ჩიხრაძე ამბობს, რომ ინაშვილის შესახებ პარლამენტმა ინფორმაცია არასწორად გასცა და 2016 წელს დეპუტატს 8 754 ლარის ნაცვლად 7 602 ლარი დაერიცხა. თუმცა, ინაშვილს დეკლარაციაში სხვა თანხა - 5 844 ლარი აქვს მითითებული.
"ამ ადამიანებმა, სამივემ [ირმა ინაშვილი, ემზარ კვიციანი, გიორგი ლომია] პირველად შეავსეს ეს [დეკლარაცია]... ეს არის სახელმწიფოს მიერ დარიცხული ხელფასი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ორ წუთში გაიგებს რამდენი ჰქონდა ხელფასი 2016 წელს. ამის დამალვის შანსი არის ნული. არც არავინ აპირებდა და არც არავინ აპირებს. ეს არის უნებლიე შეცდომა," - განმარტა ინაშვილის სამდივნოს სპეციალისტმა ჩვენთან საუბრისას.
დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მან დეკლარაციაში 2016 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით პარლამენტიდან მის ანგარიშზე დარიცხული თანხა (დაბეგრილი) მიუთითა.
რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს არასწორად შევსებულ დეკლარაციას
საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დემნა ლობჟანიძე ამბობს, რომ თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის არასწორად შევსებაზე რეაგირება ორი გზით შეიძლება მოხდეს:
- მიმართოს მოქალაქემ განცხადებით, დასაბუთებული არგუმენტებით, თუ რატომ მიაჩნია, რომ რომელიმე საჯარო პირმა დეკლარაცია არასწორად შევავსო;
- საჯარო პირი მოხვდეს იმ პირთა შორის, რომელთა შემოწმებასაც კომისია საჯარო სამსახურის ბიურო განახორციელებს წლის განმავლობაში.
თითოეულ შემთხვევაში შესამოწმებელი თანამდებობის პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის ხუთ პროცენტს.
2017 წლის პირველი იანვრიდან, საჯარო სამსახურის ბიუროს არ ჰქონდა უფლება და ვალდებულება, შეემოწმებინა თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაციების სისწორე და მოეხდინა რეაგირება. მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან კი, საჯარო სამსახურის ბიუროს დაემატა მონიტორინგის ფუნქცია, რომელმაც წელს ჩაბარებული დეკლარაციების ნაწილის მონიტორინგი უნდა განახორციელოს.
საქართველოს კანონმდებლობლობით, დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევაში, თანამდებობის პირი ათასი ლარით ჯარიმდება. იმ შემთხვევაში კი, თუ დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობს, ბიურო ვალდებულია, შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს და თანამდებობის პირი ათასი ლარით დააჯარიმოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევების მიხედვით, არაერთი თანამდებობის პირი ავსებს დეკლარაციას არასწორად.
ანტიკორუფციული რეფორმების სფეროში ორგანიზაციის კვლევითი პროექტების ხელმძღვანელის, ერეკლე ურუშაძის თქმით, როცა თანამდებობის პირებმა იციან, რომ მათი დეკლარაციები არ მოწმდება და პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, უფრო ნაკლებად მოტივირებულები არიან ინფორმაცია სწორად ასახონ. გარდა ამისა, მისი აზრით, შესაძლოა, თანამდებობის პირები ინფორმაციას სრულად არ უთითებდნენ ქონებისა და კავშირების დამალვის მიზნით.
-
გადახედვამიტროპოლიტი გრიგოლი: ჯანსაღი თაობა გვეზრდება, რომელსაც არც თავისუფალი აზროვნება უჭირს, არც გულწრფელობა აკლია და, ჩვენგან განსხვავებით, არც გამბედაობა! მიტროპოლიტი გრიგოლი: ჯანსაღი თაობა გვეზრდება, რომელსაც არც თავისუფალი აზროვნება უჭირს, არც გულწრფელობა აკლია და, ჩვენგან განსხვავებით, არც გამბედაობა!
-
გადახედვაპროტესტი პარლამენტთან — გეგმა და სპეციალური ადგილები დემონსტრანტების საჭიროებებისთვის პროტესტი პარლამენტთან — გეგმა და სპეციალური ადგილები დემონსტრანტების საჭიროებებისთვის
-
გადახედვაილია მეორე: შევთხოვოთ ღმერთს, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობით და ერთობით გვაკურთხოს ილია მეორე: შევთხოვოთ ღმერთს, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობით და ერთობით გვაკურთხოს
-
გადახედვაანა ნაცვლიშვილი: საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა, რასაც აკეთებთ, არის სამშობლოს ღალატი. ამისთვის პასუხი მოგეკითხებათ ანა ნაცვლიშვილი: საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა, რასაც აკეთებთ, არის სამშობლოს ღალატი. ამისთვის პასუხი მოგეკითხებათ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული მშვიდობიანი აქციის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული
-
გადახედვათსუ-ს 160-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი სტუდენტების გაფიცვას უერთდება თსუ-ს 160-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი სტუდენტების გაფიცვას უერთდება
-
გადახედვაფოტოებში: რა ხდება ახლა პარლამენტის წინ და მიმდებარედ — ფოტოებში ფოტოებში: რა ხდება ახლა პარლამენტის წინ და მიმდებარედ — ფოტოებში
-
გადახედვაშეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებას — თსუ-ის მაგისტრატურის სტუდენტები შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებას — თსუ-ის მაგისტრატურის სტუდენტები
-
გადახედვაგავათენოთ საქართველოსთვის — რუსთაველზე საპროტესტო აქცია დაიწყო გავათენოთ საქართველოსთვის — რუსთაველზე საპროტესტო აქცია დაიწყო
-
გადახედვაბარები, სადაც აქციის მონაწილეებს დახმარებას, ტელეფონის დატენვასა და შესვენებას სთავაზობენ ბარები, სადაც აქციის მონაწილეებს დახმარებას, ტელეფონის დატენვასა და შესვენებას სთავაზობენ
-
გადახედვა"ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას" — თსსუ-ს სტუდენტებმა ფიცი დადეს და რუსთაველიკენ მიემართებიან "ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას" — თსსუ-ს სტუდენტებმა ფიცი დადეს და რუსთაველიკენ მიემართებიან
-
გადახედვაპარლამენტის გვერდითა შესასვლელებში დამატებითი კარები დააყენეს და შეადუღეს — მობილიზებულია სპეცრაზმიც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებში დამატებითი კარები დააყენეს და შეადუღეს — მობილიზებულია სპეცრაზმიც
-
გადახედვაშს მინისტრმა თქვა, რომ პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს სისხლის სამართლის მუხლით დააკავებენ შს მინისტრმა თქვა, რომ პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს სისხლის სამართლის მუხლით დააკავებენ
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: დღეს მესამედ მომიწყვეს ჩასაფრება სახლთან, ჯამში 6 ადამიანი იყო, მანქანაში ელაგათ ხელკეტები ზურა ჯაფარიძე: დღეს მესამედ მომიწყვეს ჩასაფრება სახლთან, ჯამში 6 ადამიანი იყო, მანქანაში ელაგათ ხელკეტები
-
გადახედვაუნივერსიტეტების სია, სადაც სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გაიფიცნენ უნივერსიტეტების სია, სადაც სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გაიფიცნენ
-
გადახედვა13 მაისს, რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომები აამოქმედა — განცხადება 13 მაისს, რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომები აამოქმედა — განცხადება
-
გადახედვაძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო — ზურაბიშვილი ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო — ზურაბიშვილი
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს ირაკლი კობახიძე: ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს
-
გადახედვაკობახიძე: კვლევების თანახმად, 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას კობახიძე: კვლევების თანახმად, 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას
-
გადახედვაპაპუაშვილი: კანონს მესამე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 14 მაისს განვიხილავთ პაპუაშვილი: კანონს მესამე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 14 მაისს განვიხილავთ
-
გადახედვაუჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ უჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ
კომენტარები