ახალციხელი ექთნის საქმე: ადვოკატის თქმით, ფორმა 100-ში ვაქცინაციის რეალური დრო არ არის მითითებული
მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების განცხადებით, ახალციხის კლინიკაში შედგენილ ფორმა 100-ში ვაქცინაციის რეალური დრო არ არის მითითებული. მათი თქმით, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამედიცინო დოკუმენტს, ამიტომ მიაჩნიათ, რომ გამოძიება დოკუმენტის შესაძლო გაყალბების საქმეზეც უნდა დაიწყოს.
"რამდენიმე დღის წინ მოხდა იდენტიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის, რაც არის ვაქცინაციის ზუსტი დრო. ახალციხის კლინიკის მიერ შედგენილ ფორმა 100-ში ვაქცინაციის დროდ მითითებულია 12:30 საათი, მაშინ, როცა რეალურად ვაქცინაცია მოხდა 12:13 საათზე. ფორმა 100-ის თანახმად, მეგის გამოუვლინდა ჩივილები და ამ მომენტიდან 15 წუთში, 13:10 საათზე მას რეანიმატოლოგის მიერ დახმარება გაეწია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რეალური ვაქცინაციის დრო არის 12:13 წუთი, გამოდის, რომ მას რეანიმატოლოგის დახმარება გაეწია 32 წუთში.
აქ მნიშვნელოვანია გვესმოდეს ისიც, რომ ეს ფაქტობრივი უზუსტობა, მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამედიცინო დოკუმენტს — ფორმა 100-ს და ახალციხის კლინიკაში შედგენილ სამედიცინო ისტორიას. მიგვაჩნია, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს სამედიცინო დოკუმენტის შესაძლო გაყალბების ფაქტის შესახებ", — განაცხადა ადვოკატმა ბრიფინგზე.
მისივე თქმით, პარალელურად გამოძიებას ატარებს AstraZeneca-ც და ეს სამედიცინო დოკუმენტი საჭირო იქნება მათი გამოძიების ფარგლებშიც. თუმცა ადვოკატი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ წუთისთვის დოკუმენტაციის სანდოობა ეჭვქეშ დგას.
"უნდა გვესმოდეს, იმის გამო, რომ 17-წუთიანი სხვაობა არის რეალურ ფაქტსა და ექიმის მიერ აღწერილ მოვლენას შორის, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სრულიად სამედიცინო მომსახურება, იქნება ეს მეგისთვის მიცემული წამლები, თუ ამ წამლების მიცემის დრო და შემდგომ უკვე რეანიმატოლოგის დახმარება", — თქვა მან.
გარდა ამისა, ადვოკატის განცხადებით, ამ დრომდე საგამოძიებო უწყებას არ ამოუღია გარდაცვლილი ექთნის პირადი ტელეფონი. მისი თქმით, ამ ტელეფონში არსებობს სამსახურეობრივი ჩატი, სადაც თანამშრომლები საუბრობენ, რომ ექთნის გარდაცვალების რეალური მიზეზები იციან.
"ამ ტელეფონში არსებობს კომუნიკაცია, რომლის ფარგლებშიც, გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, რატომ გარდაიცვალა მეგი და რა მოხდა რეალურად. ამ ტელეფონს დღეს გადავცემთ გამოძიებას, მათ უნდა შეისწავლონ და გამოჰკითხონ მოწმეები.
სამსახურეობრივი ჩატია, ბევრი მესიჯია წაშლილი და მერე მიწერილია, ჩვენ ხომ მაინც ვიცით, რა მოხდაო. შინაარსი მოიაზრებს იმას, რომ გარკვეული ინფორმაცია, რაც ჩვენთვის და გამოძიებისთვის არაა ცნობილი, არსებობს და ეს უნდა გამოიკვლიოს გამოძიებამ", — აცხადებს ადვოკატი.
27 წლის ახალციხელი ექთანი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, 19 მარტს გარდაიცვალა.
18 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხეში ექთანი AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია ჰქონდა.
ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და NCDC-ის დირექტორმა აღნიშნეს, რომ, შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინის გვერდითი ეფექტი, თუმცა ამის დასადგენად მიმდინარეობს კვლევა. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებმა AstraZeneca-ს ვაქცინის სამომავლო გამოყენებაზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ამ პრეპარატით აცრა არ შეჩერდება.
გაბუნიამ აღიშნა ისიც, რომ AstraZeneca-ს ვაქცინას მსგავს გვერდით რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული — ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია. მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინის რისკი მის სარგებელთან შედარებით ყოველთვის ნაკლებია.
ამავე თემაზე:
- რა გავიგეთ ახალციხეში მომხდარ ამბავზე და როგორია ექთნის მდგომარეობა
- შესაძლოა, დაკავშირებულია ვაქცინასთან, დაწყებულია კვლევა — გაბუნია ახალციხელ ექთანზე
- არ ვიცით ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის რეაქცია, უფრო ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას — გამყრელიძე ახალციხეში აცრილ ექთანზე
- ანაფილაქსიური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი — ზურაბ გურული
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები