ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რუსეთთან კავშირის გამო, გადადგა
მაიკლ ფლინი, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, იძულებული გახდა გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც მის მიმართ გაისმა სერიოზული ბრალდებების რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირის გამო.
ფლინმა გადადგომის შესახებ 13 თებერვალს, საღამოს განაცხადა. CNN-ის მიერ მოპოვებულ წერილში, რომელიც ფლინმა გადადგომასთან დაკავშირებით დაწერა, ის აღიარებს გარკვეულ კავშირს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან. კერძოდ, საქმე ეხება ფლინის სატელეფონო ზარს აშშ-ში რუსეთის ელჩთან, რომელიც შედგა ჯერ კიდევ ტრამპის ინაუგურაციამდე. შესაბამისად, ამ დროს ფლინს არც პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი ეკავა, ის მხოლოდ მრჩევლობის კანდიდატი იყო.
ფლინი აღნიშნულ სატელეფონო საუბარზე გადადგომის შესახებ გამოქვეყნებულ წერილში წერს:
"უყურადღებობის გამო არჩეულ ვიცე-პრეზიდენტსა და სხვებს მივაწოდე არასრული ინფორმაცია რუსეთის ელჩთან ჩემი საუბრის შესახებ".
ამერიკული მედია ჯერ კიდევ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე წერდა აღნიშნული სატელეფონო საუბრის შესახებ. მათი ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია გააფრთხილა ფლინი-რუსეთის ელჩის კავშირისა და იმასთან დაკავშირებითაც, რომ ამის გამო ფლინი "რუსეთის მხრიდან შანტაჟისადმი მოწყვლადი იყო".
დემოკრატები მაიკლ ფლინის სამსახურიდან გაშვებას თავიდანვე მოითხოვდნენ, რადგან აშშ-ს რიგით მოქალაქეებს არა აქვთ უფლება, აწარმოონ დიპლომატიური მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან აშშ-ს სახელით. აღნიშნული ზარის განხორციელებისას კი ფლინს არანაირი სახელმწიფო პოსტი არ ეკავა, ის მხოლოდ და მხოლოდ ტრამპის გუნდის წევრი იყო.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთა მტკიცებით, მაიკლ ფლინმა ჯერ კიდევ თანამდებობაზე დანიშვნამდე, აშშ-ში რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან განიხილა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხი. თუმცა, BBC-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, პესკოვმა, აღნიშნული ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ მსგავს საკითხზე მოლაპარაკება არ ყოფილა.
თუმცა, მედიაში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ვრცელდებოდა ინფორმაცია ფლინის მიერ რუს მაღალჩინოსნებთან განხორციელებული არაერთი სატელეფონო ზარის შესახებ. თავდაპირველად ყველა, მათ შორის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, უარყოფდა აღნიშნულ ბრალდებებს, ტრამპის პრესსპიკერმაც თავდაპირველად განაცხადა, რომ პრეზიდენტი ენდობოდა ფლინს, შემდეგ თქვა, რომ ის "აფასებდა შექმნილ მდგომარეობას", საბოლოოდ კი მაიკლ ფლინი გადადგა.
როგორც ამერიკული პოლიტიკური გამოცემა, პოლიტიკო წერს, მაიკლ ფლინის გადადგომამ "გამოიწვია ქაოსი ტრამპის ახლად დაწყებული პრეზიდენტობის დასაწყისშივე და გააჩინა კითხვები, რამდენად შეუძლია პრეზიდენტს, გაუმკლავდეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს პრეზიდენტობის პირველივე თვეს".
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები