კორონავირუსით დაინფიცირების შიშის გამო მგზავრი სამი თვე ცხოვრობდა აეროპორტში
ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტში კაცი სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდა. მედიაგამოცემების ცნობით, მოგვიანებით, მან პოლიციას განუცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შიშის გამო, შინ, ლოს-ანჯელესში დაბრუნებას ვერ ახერხებდა.
36 წლის კალიფორნიელი ადიტია სინხი გასულ კვირას დააკავეს უკანონო ქმედებებისთვის — კერძო საკუთრებაში, კონკრეტულად კი მხოლოდ აეროპორტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ნაწილში შეჭრისა და ქურდობისათვის.
პოლიციელების მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ განაცხადა, რომ კაცი ლოს-ანჯელესიდან ჩიკაგოში 19 ოქტომბერს ჩავიდა, თითქმის სამი თვის შემდეგ კი, შაბათ საღამოს, მას ავიახაზების ორი თანამშრომელი მიუახლოვდა, რომელთაც სინხს ვინაობა ჰკითხეს. დამნაშავემ მათ აეროპორტის სამკერდე ნიშანი წარუდგინდა, რომელსაც მისი რეალური მფლობელი 26 ოქტომბრის შემდეგ ეძებდა.
გავრცელებული ცნობით, სინხს, რომელსაც "კორონავირუსით დაინფიცირების გამო შინ დაბრუნების ეშინოდა", საკვებს სხვა მგზავრები უნაწილებდნენ.
ამბავი იმდენად გასაოცარი აღმოჩნდა მოსამართლე სიუზანა ორტისისთვის, რომ იგი პროკურორს ჩაეკითხა: "თქვენ მეუბნებით, რომ ადამიანი, რომელიც არ იყო დაწესებულების თანამშრომელი, უკანონოდ ცხოვრობდა მხოლოდ აეროპორტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სივრცეში 2020 წლის 10 ოქტომბრიდან 2021 წლის 16 იანვრამდე, ისე, რომ ვერავინ შენიშნა? მსურს, სწორად გაგიგოთ".
წარმოდგენილი "ფაქტები და გარემოებები" ორტისისთვის იმდენად "შოკისმომგვრელი" აღმოჩნდა, რომ მას ეს არც დაუმალავს, თუმცა, ამავდროულად, მან აეროპორტის უსაფრთხოების საკითხიც დააყენა ეჭვქვეშ და დასძინა, რომ სინხის ჩადენილი ქმედებები მას საზოგადოებისათვის პოტენციურ საფრთხედ აქცევს.
როგორც აღმოჩნდა, სინხი, რომელიც მაგისტრის ხარისხის მფლობელია ტურიზმის სფეროში და კრიმინალური წარსული არ აქვს, ამჟამად უმუშევარია და ლოს-ანჯელესში მდებარე საცხოვრებელსაც სხვა ადამიანებთან იყოფს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩიკაგოს ავიაციის დეპარტამენტმა სინხი აეროპორტისა და მგზავრებისათვის საფრთხედ არ მიიჩნია; მიუხედავად ამისა, ბრალდებულის გირაოდ $1000 განისაზღვრა, რომლის გადახდამდეც მას აეროპორტის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. ავიაციის დეპარტამენტის განცხადებით კი, საქმის გამოძიების პარალელურად, ისინი "მათთვის პრიორიტეტული" საკითხის — მგზავრების უსაფრთხოების ზომების — გამკაცრებაზე იზრუნებენ.
-
გადახედვარატი მუჯირი, რომელიც პოლიციამ ჯებირებს მიღმა შეიყვანა, თავისუფალია და კვლავ აქციაზე იმყოფება რატი მუჯირი, რომელიც პოლიციამ ჯებირებს მიღმა შეიყვანა, თავისუფალია და კვლავ აქციაზე იმყოფება
-
გადახედვა"დღეს მე-3 მოსმენით მიღებული რუსული კანონი ევროინტეგრაციის გზაზე კედლად იქცა" — ეროვნული პლატფორმის განცხადება "დღეს მე-3 მოსმენით მიღებული რუსული კანონი ევროინტეგრაციის გზაზე კედლად იქცა" — ეროვნული პლატფორმის განცხადება
-
გადახედვახმაური პარლამენტთან — დააკავეს 2 პირი, მათგან ერთი ჟურნალისტია ხმაური პარლამენტთან — დააკავეს 2 პირი, მათგან ერთი ჟურნალისტია
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო
-
გადახედვალევან ბერძენიშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს ლევან ბერძენიშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძისა და სახდეპის მაღალჩინოსნის, ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი კობახიძისა და სახდეპის მაღალჩინოსნის, ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
-
-
გადახედვაგორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250-ზე მეტი სტუდენტი პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250-ზე მეტი სტუდენტი პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს
-
გადახედვაპარლამენტთან აქციის მონაწილე დააკავეს — პოლიციამ ის კორდონის სიღრმეში შეიყვანა პარლამენტთან აქციის მონაწილე დააკავეს — პოლიციამ ის კორდონის სიღრმეში შეიყვანა
-
გადახედვაკანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა კანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა
-
გადახედვაპუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია პუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია
-
გადახედვანიკო ნერგაძე კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს — მიზეზი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობის პოზიციაა ნიკო ნერგაძე კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს — მიზეზი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობის პოზიციაა
-
გადახედვაფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა
-
გადახედვასოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს სოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს
-
გადახედვა"კანონი შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკსაც" — იოსელიანი რუსულ კანონზე "კანონი შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკსაც" — იოსელიანი რუსულ კანონზე
-
გადახედვაშავ ლაქად შევა თქვენი სახელები და გვარები საქართველოს ისტორიაში — გიორგი ვაშაძე უმრავლესობას შავ ლაქად შევა თქვენი სახელები და გვარები საქართველოს ისტორიაში — გიორგი ვაშაძე უმრავლესობას
-
-
გადახედვასულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო
-
გადახედვაბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ ბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ
-
გადახედვადუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები დუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები
-
გადახედვაპირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა პირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა
კომენტარები