ოპოზიცის ნაწილს დეპუტატის ხელფასი ჩაერიცხა, პარლამენტში განმარტავენ — რატომ
დღეს, 25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის რამდენიმე წევრს პარლამენტის დეპუტატის ხელფასი ჩაერიცხა. რადგან ოპოზიციას მანდატებზე უარი აქვს ნათქვამი და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული არ არის, ხელფასის საკითხი განხილვისა და კრიტიკის თემა გახდა, რასაც პარლამენტში პროცედურებით ხსნიან.
ხელფასის ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია, ერთ-ერთმა პირველმა, ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ გაავრცელა. მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა სქრინები, სადაც ჩანს, რომ დარიცხული ხელფასი უკან, სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხა.
"პარლამენტმა არ ვიმჩნევთ რომ არ ხართო და ჩარიცხეს ხელფასი, რა მაგარი მოიფიქრეს, წამებში მიიღეს უკან", — წერს ხოშტარია ფეისბუქზე.
ხელფასი ჩარიცხვის შესახებ ფეისბუქზე დაწერა ენმ — გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას წვერმა, ნატო ჩხეიძემაც. იგი საკუთარ ფეისბუქ მეგობრებს სთხოვს რჩევას, რა უყოს ამ "ეშმაკისეულ თანხას".
"ბიუჯეტში დავაბრუნო?.. არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ. ქველმოქმედებაში?.. ან ვის გააწვდენ და თანაც დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო... სამოქალაქო აქტივისტებს გადასცე და ერთ ყიჟინას ატეხს ეს ოცნება, უყურეთ, უყურეთ, რევოლუციას აფინანსებს ოპოზიციაო", — წერს ჩხეიძე.
აღსანიშნავია, რომ ხელფასის ქველმოქმედებაში დახარჯვა და თანხის ღარიბებისთვის დარიცხვა ურჩიეს ელენე ხოშტარიასაც, თუმცა საკუთარი პოსტის კომენტარებში მან დაწერა — "რაც არ მეკუთვნის, ვერ დავრიცხავ ვერსად".
როგორც პარლამენტში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ პარლამენტს უკვე მიმართეს მანდატების გაუქმების მოთხოვნით, ოფიციალურად, ჯერ კიდევ დეპუტატები არიან. ამიტომ, დაერიცხათ შესაბამისი ანაზღაურება.
საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშობა დაასრულა და დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდათ 11 დეკემბერს. შესაბამისად, მათი თქმით, წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს ეკუთვნოდან დეკემბრის 11 დღის ხელფასი და სწორედ ეს ჩაერიცხათ.
რაც შეეხება იმ დეპუტატებს, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტშიც იყვნენ და მე-10 მოწვევაშიც მოვდნენ პარტიული სიით, ისინი ჩვეულებრივ აიღებენ დეკემბრის და სხვა თვეების ხელფასს, სანამ ოფიციალურად არ შეუწყდებათ დეპუტატის უფლებამოსილება. ხოლო იმ დეპუტატებს, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებით მოხვდნენ პარლამენტში და წინა მოწვევაში არ იყვნენ, ხელფასი არ ჩარიცხვიათ, რადგან პარლამენტში არ წარუდგენიათ საბანკო რეკვიზიტები, რომლებზეც ფული უნდა გადარიცხულიყო.
პარლამენტში აცხადებენ, რომ ვისაც სურს უკან დააბრუნოს აღნიშნული თანხა, შეუძლია ის სახელმწიფო ხაზინაში დააბრუნოს და ამ ხელფასს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნეს. მათივე თქმით, ვისაც აღარ უნდა რომ დაერიცხოს დეპუტატის ხელფასი, წერილობით უნდა მიმართოს პარლამენტის შესაბამის სამსახურს.
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა ხდება პარლამენტში.
11 დეკემბერს, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ცესკოს მიმართა საარჩევნო სიების ანულირების მოთხოვნით. შემდეგ, ცალკეულმა დეპუტატებმა უკვე ინდივიდუალურად დაწერეს განცხადებები მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პარტიებიდან აქამდე მხოლოდ ერთს, მოქალაქეებს არ მოუთხოვიათ საკუთარი მანდატების გაუქმება. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი აცხადებენ, რომ ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების დასრულებამდე, მანდატებზე უარის თქმას არ აპირებენ.
მანდატებზე უარი ჯერ არ უთქვამთ გირჩის ლიდერებს - ვახტან მეგრელიშვილს, იაგო ხვიჩიასა და ლევან რაქვიაშვილს. ისინი ამბობდნენ, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა არ შევიდოდა პარლამენტში, არც თავად შევიდოდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მანდატების მოთხოვნით პარლამენტს 16 დეკემბერს მიმართეს. გირჩის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მანდატზე ოფიციალურად თქვა უარი.
მანდატზე უარი არ უთქვამს პატრიოტთა ალიანსის საარჩენო სიის მე-4 ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს. მან On.ge-ს განუცხადა, რომ გადაწყვეტს, როდის შევა პარლამენტში. პარტიის დანარჩენმა სამმა წევრმა, მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა.
შეგანხსენებთ, რომ 23 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არშესულ პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტს. კანონპროექტს არ ეთანხმება ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. აშშ-ის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი გადაიხედება. დასჯად აფასებს პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.
გაიგეთ მეტი:
- გაუგებარია, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, დემოკრატიის ეს მიღწევა რატომ არ უნდა გამოიყენოს — გახარია ოპოზიციაზე
- 60 ოპოზიციონერი რომ იჯდეს ახლა პარლამენტში, ბუნდღა ხომ არ დარჩებოდა მინისტრების — ელისაშვილი
- უნდა გაიმიჯნოს პარტიების დაფინანსება პარლამენტის დაფინანსებისგან — გიგი წერეთელი
- დაახლოების ნაცვლად, ორი მხარე უფრო შორდება ერთმანეთს, ეს მაშფოთებს — ჰარცელი ოპოზიციასა და მმართველ გუნდზე
- მანდატების გაუქმებაზე განაცხადი იყო შეთანხმების შანსისთვის კარის დახურვა — ჰარცელი
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები