ის, რაზეც სოზარ სუბარი საუბრობს, იყო ჩემი საარჩევნო დაპირება 2017 წელს — კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის, რაზეც სოზარ სუბარი საუბრობს, მისი საარჩევნო დაპირება იყო 2017 წელს.
"გუშინ არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა სოზარ სუბარის განცხადებას და კიდევ ერთხელ მინდა განმარტებები გავაკეთო: ის, რაზეც სოზარ სუბარი საუბრობს, ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება 2017 წელს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საარჩევნო დაპირებას ვასრულებთ, ვაკეთებთ და მომავალშიც, რა თქმა უნდა, მივყვებით ბოლომდე. ეს არის იმ სახლების დაკანონება, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში, ათეული წლებია ცხოვრობენ თავიანთი შვილებით, შვილიშვილებით, თაობები გამოზარდეს და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახორციელებდნენ დაკანონებას. ეს, რა თქმა უნდა, ვერ შეეხება იმ კონკრეტულ ქეისებს, როდესაც ხვალ ადამიანი ადგება, სახელმწიფო მიწას მიიტაცებს და შემდეგ იტყვის, რომ ეს ჩემიაო და მოვა, მოგვთხოვს დაკანონებას. ეს ორი განსხვავებული ქეისია, ეს ორი განსხვავებული მიმართულებაა. ის ჩვენი დაპირება რაც იყო, რაზეც ბატონი სუბარი საუბრობდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და, რა თქმა უნდა, ბოლომდე გვერდით დავუდგებით იმ ადამიანს, რომელსაც სჭირდება თანადგომა", — განაცხადა კალაძემ.
გუშინ თბილისში აფრიკის დასახლებაში მაცხოვრებლებმა, რომლებიც მერიის ზედამხედველობის სამსახურს ნაგებობების დემონტაჟის უფლებას არ აძლევდნენ, განაცხადეს, რომ მათ ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი დახმარებას დაჰპირდა, იმ შემთხვევაში, თუკი მას არჩევნებში მხარს დაუჭერდნენ. ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ის მოსახლეობას ჰპირდებოდა იმას, რომ სადაც შესაძლებელი იქნებოდა, იქ დაეხმარებოდა სახლების დაკანონებაში. მისი თქმით, არავის არ დაჰპირებია იმას, რაც არ ჯდებოდა კანონის ფარგლებში.
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
კომენტარები