როცა თავმჯდომარე გაცხადებული თუ დამალული მიზეზების გამო მიდის, ეს პარტიის დაშლის წინაპირობაა — მდინარაძე ვაშაძეზე
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარტიის დაშლის ერთ-ერთი წინაპირობაა, როცა თავმჯდომარე გაცხადებული თუ დამალული მიზეზების გამო პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას იღებს. ასე გამოეხმაურა იგი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას.
მდინარაძის აზრით, ამის განმაპირობებელი რამდენიმე მიზეზი იქნებოდა. მისი თქმით, ერთ-ერთი ეს იყო პარტიის საგარეო კურსი და მათი "ანტიდასავლური პროპაგანდა" და მეორე — "სკანდალი", რომ ხელისუფლებას "აბრალებდნენ" არჩევნების გაყალბებას და სინამდვილეში პარალელური დათვლის შედეგები "გაყალბდა".
"ჩემი სუბიექტური აზრია, რომ [ამის მიზეზი] არის რაღაც, რაც მან თქვა და რაც არ თქვა. ის რაც თქვა, არის, საგარეო კურსთან მიმართებაში აბსოლუტუტრად არაორდინალური დამოკიდებულება მისი გუნდის. ისინი ყოველთვის დეკლარირებდნენ, როგორც პროდასავლელი პოლიტიკოსები და სინამდვილეში მათი საქმე, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, იყო ცოტა სხვანაირი და როცა ეს დეკლარირების ნაწილიც ჩაიხსნა, ალბათ, ეს შემაწუხებელი აღმოჩნდა ბატონი გრიგოლისთვის. რაც არ თქვა — არის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. ჩვენ დავდექით ფაქტის და რეალობის წინაშე, როცა აბსოულუტურად ყველა ოპოზიციონერი ამბობდა, რომ გაყალბდა არჩევნები. მათ ერთმანეთს დააჯერეს, რომ ეს იყო ისეთი ნარატივი, რომლის უარყოფაც სამშობლოს ღალატია. ამ ფონზე აღმოჩნდა, რომ PVT-ის მონაცემებია გაყალბებული. ესეც მაგალითად, იმ რგოლში, რაც არ თქვა [გრიგოლ ვაშაძემ], ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა [მისი პარტიიდან წასვლის]", — განაცხადა მდინარაძემ.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. ვაშაძემ ნაწილობრივ ისაუბრა წასვლის მიზეზებზეც. მან აღნიშნა რომ, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისთვის კიდევ უფრო მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს.
მისივე თქმით, ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც კარგა ხანია თითქოს და ჩააბარეს წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, იმეგობრებს, მანვე აღნიშნა ,რომ ასე ვერასდროს ვერ მოიპოვებენ ამომრჩევლის ნდობას.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები