ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ზეიმისთვის ემზადებიან. ტრამპი ამომრჩველის წინაშე წარსდგა და თქვა, რომ ყველა შტატი მოიგეს.

"დიდი ზეიმისთვის ვემზადებით. ყველაფერს ვიგებთ. მოვიგეთ ტეხასიც და ტაბლოზე არ ასახეს შედეგები, მაგრამ ჩვენ მაინც ყველა შტატს ვიგებთ, მოვიგეთ, ოჰაიო, ჯორჯია, ფლორიდა, ჩრდილოეთ კალორინა და ასე შემდეგ", — განაცხადა ტრამპმა.

მან ამომრჩევლებს, ოჯახსა და თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პირველადი მონაცემებით, აშშ-ს არჩევნებში ჯო ბაიდენი ლიდერობს.

აშშ არჩევნებთან დაკავშირებულ სიახლეებს LIVE რეჟიმში გაეცანით აქ. ასევე, ადევნეთ თვალი On.ge-ს ინტერაქტიულ რუკას.