10 რჩევა, თუ როგორ ვიზრუნოთ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე
პანდემია, არჩევნები, პოლიტიკური დაძაბულობა, პირადი ცხოვრება, სამსახური, უნივერსიტეტი — მენტალური ჯანმრთელობა უამრავი ჩვენგანისთვის დიდ გამოწვევად იქცა. თუ დეპრესიის სიმპტომები გაქვს, ან სტრესს განიცდი, მათ დაძლევაში მხოლოდ პროფესიონალი ფსიქოთერაპევტი ან ფსიქიატრი დაგეხმარება.
როგორ ამოვიცნოთ დეპრესია და როგორ დავეხმაროთ გარშემომყოფებს.
გახსოვდეს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცხოვრების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად არსებობს 10 პრაქტიკული გზა, რომელიც სტრესის მართვაში დაგეხმარება.
1. გულწრფელად ისაუბრე შენს გრძნობებზე
საკუთარი ემოციების და გრძნობების გამოხატვა შეიძლება უადგილოდ გეჩვენებოდეს, ან ფიქრობდე, რომ ამის გამო "სისუსტეს" მოგაწერენ. სინამდვილეში, საუბარი მენტალურ ჯანმრთელობას ეხმარება.
ლაპარაკი პრობლემების მოგვარების და სიტუაციის შემობრუნების მთავარი საფუძველია, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაიმე პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ისტორიებს და შესაძლო სცენარებს მხოლოდ საკუთარ თავში ერთ წრეზე ატრიალებ. საკუთარი გრძნობების და დამოკიდებულებების გამოხატვისას უბრალო მოსმენაც კი ნაკლებად მარტოსულად გაგრძნობინებს თავს და შენს ფიქრებს შეამსუბუქებს.
2. გაზარდე ფიზიკური აქტივობა
რეგულარული ვარჯიში ადამიანებს თავდაჯერებულებას უმაღლებს, ავარჯიშებს ყურადღებას, აუმჯობესებს ძილს და უბრალოდ თავს უკეთ გრძნობ. ვარჯიში სხეულსა და გონებას ჯანმრთელობას უნარჩუნებს.
5 სპორტული აქტივობა, რომელიც ზამთრისთვის იმუნიტეტს გაგიძლიერებთ
3. იკვებე ჯანსაღად
ტვინს, ისევე როგორც სხვა ორგანოებს, გამართული ფუნქციონირებისთვის მკვებავი ელემენტები სჭირდება. სწორად შერჩეული ვიტამინებით მდიდარი საჭმელი კარგია როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის.
10 საკვები პროდუქტი, რომელიც შფოთვას ამძაფრებს
4. აკონტროლე ალკოჰოლის დოზა
ხშირად ალკოჰოლურ სასმელს განწყობის შესაცვლელად ვიღებთ. ზოგი ჩვენგანი ამით შიშსა და მარტოობას ვუმკლავდებით, მაგრამ ეფექტი დროებითია.
ალკოჰოლის მოქმედების გავლის შედეგ თავს უფრო ცუდად ვგრძნობთ, რადგან ალკოჰოლმა ტვინს და სხეულს ენერგია უკვე გამოწოვა. პრობლემების სამართავად ის კარგი არჩევანი არაა.
5. არ შეამცირო პერსონალური ურთიერთობები
ტყუილად არ გვითქვამს, რომ პანდემია ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც ცუდად მოქმედებდა. "ლოქდაუნებმა" და შეზღუდვებმა პერსონალური ურთიერთობის შემცირება გამოიწვია, თუმცა მეგობრების ნახვა ღია სივრცეებში და რეკომენდაციების დაცვით ისევ შეგიძლია.
თუ თვითიზოლაციაში ხარ, შესაძლოა ონლაინ ზარებმა და მესიჯებმა პირადად შეხვედრის სასიამოვნო გამოცდილება ვერ ჩაგინაცვლოს, სამაგიეროდ კომუნიკაციას შეინარჩუნებ და თავს მარტო აღარ იგრძნობ.
6. ითხოვე დახმარება
ეჭვი არ გვეპარება შენს სიძლიერეში, მაგრამ სუპერადამიანებად, რომელსაც პრობლემები არ აწუხებს, არ დავბადებულვართ და საკუთარ თავს ეს არარეალური პასუხისმგებლობა არ აჰკიდო. ზოგჯერ, ჩვენი ან დამოუკიდებელი მიზეზებით, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის და ამან, შესაძლოა, გადაღლა და იმედგაცრუება მოგგვაროს.
როცა ფიქრობ, რომ რაღაცას მარტო ვერ უმკლავდები, სასოწარკვეთილების ნაცვლად დახმარება ითხოვე. მეგობრები, ოჯახის წევრები და თანამშრომლები აუცილებლად მოგისმენენ ან პრობლემების მოგვარებაში დახმარებას შემოგთავაზებენ.
თუ ფიქრობ, რომ პროფესიონალი სპეციალისტის დახმარება გჭირდება, შეგიძლია მათ მოძიებაში ითხოვო დახმარება და შემოგვიერთდე ჯგუფში მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი, სადაც ვეცდებით, შენს კითხვებს ვუპასუხოთ.
7. დაისვენე
დასვენება და ცხოვრების ტემპის ცვლილებები ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის კარგია. ეს შეიძლება იყოს 5-წუთიანი პაუზა სახლის დალაგების დროს, ნახევარსაათიანი შესვენება სამუშაო საათებში, შაბათ-კვირას ქალაქიდან გასვლა და ბუნებაში განტვირთვა... გონების რამდენიმე წუთით განტვირთვაც კი სტრესს გვიმსუბუქებს. აჩუქე საკუთარ თავს დრო ენერგიის აღსადგენად.
8. აკეთე ის, რაც კარგად გამოგდის
და რა გამოგდის კარგად? ალბათ ის, რისი კეთებაც გიყვარს. გაიხსენე თუნდაც წარსული აქტივობები, რომელთა შესრულებისას დრო თითქმის გავიწყდებოდა. ასიამოვნე საკუთარი თავი, რადგან სტრესს კმაყოფილება მარტივად ამარცხებს.
9. მიიღე საკუთარი თავი
ყველანი განვსხვავდებით. საკუთარი უნიკალურობის და გამორჩეულობის აღიარება ჯანსაღი პროცესია, ვიდრე სხვა, წარმატებულ ადამიანზე მიმსგავსების მცდელობა. შენი დადებითი თვისებების წინ წამოწევა უფრო თავდაჯერებულს გაგხდის, დაგეხმარება ახალი უნარების სწავლასა და ადამიანებთან ურთიერთობაში. საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენის ქონა ცხოვრების გამოწვევებთან თუ სირთულეებთან შეჭიდების დროს დაგეხმარება.
10. იზრუნე სხვებზე
ჩვენს ცხოვრებაში მეგობრებზე მნიშვნელოვანი ცოტა რამაა. ჩვენ ერთმანეთს ისე ვეხმარებით, რომ ვერც ვამჩნევთ. ეს ურთიერთობა ორმხრივია, როგორც მათ ეხმარება შენი მხარდაჭერა, ისე შენ — მათი.
საყვარელი ადამიანების მოფრთხილება და ემპათიურობის გამოვლენა ფასეული და ღირებული თვისებაა. ამასთან ერთად, სხვებზე ზრუნვა შენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც კარგია და ხშირად, მათი დახმარებისას აღმოაჩენ, რომ არსებობს გზები, რომლებიც საკუთარ თავთან ურთიერთობასა და პრობლემების მოგვარებაში გეხმარება.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები