თუ ოკუპანტი ქვეყნიდან დაფინანსების ფაქტი დაფიქსირდა, შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს — მდინარაძე პატრიოტთა ალიანსზე
მმართველი გუნდის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ პატრიოტთა ალიანსს ოკუპანტი ქვეყნიდან დაფინანსების ფაქტი დაუდასტურდება, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება.
"უნდა მოჰყვეს" — განაცხადა დეპუტატმა რუსთავი 2-თან დოსიეს გამოძიების შეფასებისას.
მდინარაძე ამ თემაზე საუბრისას გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებასაც, რომელმაც აღნიშნა, რომ პატრიოტთა ალიანსის საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა არ აქვს იმედი, რომ "ქართული ოცნება თავის სატელიტ პარტიას პატრიოტთა ალიანსს რაიმე პრობლემას შეუქმნის".
"ე.წ. ევროპული საქართველოს წარმომადგენლები რომ ბრაზდებიან, ჯერ თვითონ გაიხსენონ როგორ უღალატეს თავის ქვეყანას და როგორ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს ქართულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს ომი აგვისტოს", — განაცხადა მდინარაძემ.
ცენტრ დოსიეს განკარგულებაში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, წინასაარჩევნო მეთოდები და საოპერაციო მოხსენებები გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან. მათი განცხადებით, ამ დოკუმენტებით ირკვევა, თუ რას წარმოადგენს ე.წ. რბილი ძალა, რომელიც კრემლიდან იმართება. საგამოძიებო მასალაში ამტკიცებენ, რომ პატრიოტთა ალიანსი წინასაარჩევნოდ რუსეთიდან ფინანსდება და ამისთვის 8 მილიონია გამოყოფილი.
"ამჯერად თემა ეხება საქართველოში დაგეგმილ ოქტომბრის არჩევნებს. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, კრემლი ფსონს ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავზე დებს, რომლებიც აქტიურად აკრიტიკებენ ნატოსა და აშშ-ს. უკვე შედგენილია მრავალმილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი და დამონტაჟებულია სააგიტაციო ვიდეო რგოლი. ხოლო პატრიოტთა ალიანსის პოპულარიზაციისთვის პოლიტ ექსპერტი სერგეი მიხეევი და მოსკოვური კომპანია POLITSECRETS დაიქირავეს.
თავად მიხეევს კი გენერალ ჩერნოვის ხალხი კურირებს, ეფ ეს ბეს პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და გე ერ უს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი", — წერია დოსიეს მასალაში.
დოსიე აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც მათი განცხადებით, წყარომ მიაწოდა. მათი თქმით, ამ დოკუმენტში ასახულია გეგმა და ხარჯთაღრიცხვა პატრიოტთა ალიანსის კამპანიისთვის.
დოსიე აქვეყნებს კიდევ ერთ დოკუმენტსაც. მათი თქმით, წყარო ადასტურებს, რომ ეს არის პატრიოტთა ალიანსის მიერ შემუშავებული ხარჯთაღრიცხვა 4-თვიანი საარჩევნო კამპანიისთვის.
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთიდან დაფინანსებას არ იღებს. მისი თქმით, საგამოძიებო მასალაში 8-მილიონიანი დაფინანსება იმიტომ ახსენეს, რომ მისი პარტიის საარჩევნო ნომერი არის 8.
"ეს არის აბსოლუტური აბსურდი. რვა მილიონიანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა. რვა მილიონი, ალბათ, იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩვენო ნომერი რვა არის. ჩვენი საარჩევნო ნომერი 41 რომ ყოფილიყო, ალბათ, 41 მილიონიან ბიუჯეტს გაგვიანგარიშებდნენ და 41 მილიონს დაგვაბრალებდნენ", — განაცხადა ინაშვილმა ბრიფინგზე.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
კომენტარები