Facebook-მა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული 80 გვერდი, 23 ანგარიში და 41 ჯგუფი წაშალა
Facebook-მა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ფეისბუქგვერდები წაშალა. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიამ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც არაავთენტური ანგარიშების მიერ კოორდინირებულ ქმედებას ეხება. კომპანიის განცხადებით, გაუქმდა 80 გვერდი, 23 პირადი ანგარიში, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამ–ანგარიში, რომელიც გამოძიებამ პარტიასთან ასოცირებულ ინდივიდებთან დააკავშირა.
"მოცემული ქმედებების უკან მდგომი ინდივიდები კონტენტზე კომენტარის გასაკეთებელად და ჯგუფებისა თუ გვერდების სამართავად იყენებდნენ ავთენტური და არაავთენტური ანგარიშების კომბინაციას. გვერდების ნაწილი კი მოქმედებდა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება.
უმეტესწილად, მათ მიერ განთავსებული კონტენტი ეხებოდა ლოკალურ მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკურ თემებს, როგორებიცაა 2018 წლის არჩევნები, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მოქმედი ხელისუფლების პანდემიის მართვის ტაქტიკის კრიტიკა და სხვა. მოცემული გვერდების ნაწილს 2018 წლის შემდგომ არ უმოქმედია", — წერია კომპანიის განცხადებაში.
რაც შეეხება ამ ანგარიშებისა და ჯგუფების სტატისტიკურ ნაწილს, კომპანიის განცხადებით:
- ამ გვერდებიდან ერთს მაინც აფოლოვებდა დაახლოებით 785 000 ანგარიში;
- ამ ჯგუფებიდან ერთ–ერთში მაინც გაწევრიანებული იყო დაახლოებით 6 300 ანგარიში;
- მოცემულ ინსტაგრამ ანგარიშებს ჰყავდა დაახლებით 26 000 გამომწერი;
- მოცემული ანგარიშებიდან განთავსებულ Facebook რეკლამებში დაიხარჯა დაახლოებით $23 800 ამერიკული დოლარი;
- მოცემული ანგარიშების მიერ ორგანიზდა დაახლოებით 22 Facebook ღონისძიება, რომლიდან ერთ–ერთიც მაინც დაინტერესდა 11 600 ანგარიში. არ დასტურდება რეალურად შედგა თუ არა მოცემული 22 ღონისძიება.
FB-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემოთხსენებული ანგარიშების ქმედებები გამოძიებამ მოცემულ რეგიონში მიმდინარე საეჭვო ქმედებათა შესწავლის დროს აღმოაჩინა. ასევე, მათი თქმით, გამოძიებას დაეხმარა ლოკალურად შესული რეპორტები.
გარდა ამისა, ფეისბუქმა წაშალა კოკა ყანდიაშვილის მედია Espersona-სთან დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები.
- გაიგეთ მეტი: Facebook-მა ყანდიაშვილის Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ანგარიში და 122 ჯგუფი წაშალა
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფეისბუქი არაავთენტურ ან კოორდინირებულ ქმედებაში შენიშნულ ანგარიშებს ბლოკავს. აქამდე ორგანიზაციამ მმართველ გუნდთან, ქართულ ოცნებასთან და სარეკლამო ორგანიზაცია პანდასთან დაკავშირებული ასეულობით ანგარიში და გვერდი წაშალა.
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
კომენტარები