ვის აძლევენ ხმას ქართველი-ამერიკელები ნიუ-იორკში
ქართველები შეერთებულ შტატებშიც პოლიტიკურად აქტიურები არიან. სამშობლოში და ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ერთნაირად მგრძნობიარედ რეაგირებენ და აზარტში შედიან. ზოგიერთი ქართველი იმიგრანტი ამერიკაში დაბადებულ და გაზრდილ, ძირძველ ამერიკელზე უფრო აქტიურიც არის. დავით გოგოლაშვილი ნიუ-იორკში თექვსმეტი წელია ცხოვრობს. ის დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და რესპუბლიკელებს წინასაარჩევნოდ საარჩევნო ბუკლეტების დარიგებაშიც ეხმარებოდა. საარჩევნო შტაბში ის მელანია ტრამპს და სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოფილ უფროსს, ტრამპის მრჩეველს, გენერალ მაიკლ ფლინსაც შეხვდა.
დავით გოგოლაშვილი: მე იქ დიდი საქმე არ მაქვს, ბუკლეტებს ვარიგებდით. მაგრამ მისი მთელი გარემოცვა ვნახე. მაგალითად, გენერალი ფლინი და ყველა მრჩეველი, მეუღლე, დამხმარე ხალხი. ხელი არ ჩამომორთმევია, მაგრამ დავინახე. იქ დრო არ გაქვს რომ მიხვიდე ხელი ჩამოართვა. ჩვენ ყველა საკუთარი საქმით ვართ დაკავებული. დავალაგეთ ბუკლეტები, ავუტანეთ და დიდი მადლობა გვითხრა.
თავად ემიგრანტს ტრამპის განცხადებები არალეგალ იმიგრანტებთან დაკავშირებით, უხერხულობას არ უქმნის.
დავით გოგოლაშვილი: ვუჭერ მხარს აბა რა. ეს ქვეყანა ქვეყანაა? რას დაემსგავსა? რომ იტყვიან ღია კარის დღეა, ვისაც უნდა შემოდის, ვისაც უნდა გადის. მე რომ ჩამოვედი 1993 წელს იყო. მე მივაღწიე ყველაფერს რაც მინდოდა. ხალხი ვინც შემოდის ქვეყანაში ოფიციალურად კი, გასაგებია, მაგრამ არალეგალები? ამდენი მკვლელობა და გაუპატიურება ხდება, კრიმინალი გაზრდილია. ამიტომ უნდა მას კონტროლის გამკაცრება და სწორია კედლის აშენება, კი ბატონო ჩაკეტოს საზღვარი.
თამარ ჯანგულაშვილი ამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის გავლის შემდეგ სახლში ფოსტით მიუვიდა მოსაწვევი. ის დემოკრატების მხარდამჭერია.
თამარ ჯანგულაშვილი: დემოკრატების მხარდამჭერი ვარ და ხმას მივცემ დემოკრატების კანდიდატს.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებული კომპრომატების ომით გამოირჩევა. ორივე კანდიდატის გარშემო სკანდალებმა გავლენა მათ საარჩევნო კამპანიაზე და რეიტინგზე რეალურად მოახდინა.
ნათია გაგუა: ძალიან მაინტერესებს იმეილების ამბავი. მაინც ვერ გავიგე რა ხდება. მგონია, დაუმთავარებელი საგაა. არ ვიცით, ვისაც არ უნდა ჰკითხო ზუსტი ინფორმაცია არავინ იცის, იყო თუ არა მართლა ჰილარი კლინტონი კორუფციულ გარიგებაში. ეს არავინ არ ვიცით. ასევე, ტრამპის შემთხვევაში იყო ქალებთან დაკავშირებით. გამოვიდნენ და თქვეს რომ იქ ბარში იყვნენ, ტრამპმა მუხლზე ხელი დაადო. ეს ჩემთვის დამაჯერებელი არ იყო. ჩემთვის გადამწყვეტი ტრამპის თაობაზე აღმოჩნდა აუდიოჩანაწერები, რომელშიც ტრამპი ქალებთან დაკავშირებით საუბრობს. აი ამან მოახდინა მთლიანი შთაბეჭდილება ჩემზე და ამით დაესვა წერტილი.
ნათია გაგუას ჯერ მწვანე ბარათი აქვს და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე შეეძლება საკუთარი არჩევანის გაკეთება. თუმცა, მისი სიმპატიები ჰილარი კლინტონისკენ იხრება.
ნათია გაგუა: არა იმიტომ, რომ ის ქალია, არანაირი გენდერული თვალსაზრისით არა. უბრალოდ, ვფიქრობ რომ ჭკვიანია ქალია და დიდი გამოცდილება აქვს.
ვინ იქნება შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი ეს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველებისთვის საინტერესოა საგარეო ურთიერთობების გამოც. ტრამპის მიერ პუტინის მიმართ და პირიქით გამოთქმული სიმპათიების მიუხედავად, მაინც ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო რევერანსები იყო. ნათელა გოგიბედაშვილი ამბობს, რომ თანამედროვე მსოფლიოში საპრეზიდენტო კანდიდატთა კრიზისია, მაგრამ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, საქართველოსთან მაინც მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს შეინარჩუნებს.
ნათელა გოგიბედაშვილი: არაფერი არ შეიცვლება ჩვენთვის, ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა. თუ ჩვენ ერთად ვიქნებით და ერთმანეთი გვეყვარება, ყველა გაგვიწევს ანგარიშს.
ამერიკის სხვადასხვა შტატებში ხმის მიცემის პროცედურა უკვე დაწყებულია. ზოგან ერთი თვით ადრე, ზოგან კი რამდენიმე დღით ადრე უკვე შეიძლებოდა არჩევანის გაკეთება. თუმცა მთავარი დღე მაინც 8 ნოემბერია.
იმის მიუხედავად, ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი, ეს არჩევნები ამერიკის ისტორიისთვის უნიკალურია, ვინაიდან პირველად ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტის სავარძლის რეალური კანდიდატი ქალია.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები