შეწყვიტეთ ძილზე წუხილი — თქვენი ტვინი მადლიერი დაგრჩებათ
ძილზე დარდი ალბათ ყველაზე კონტრპროდუქტიული გადაწყვეტილებაა, რაც კი შეიძლება, მივიღოთ — მაშინაც კი, თუ ნაირ-ნაირი გაჯეტები საპირისპიროს გვეუბნებიან.
მეიკენ ნედერგარდი საკუთარ თავს პრაგმატულ ქალად მიიჩნევს. მას ჰყავს შვილები, აქვს კარიერა და იცის, რომ ღამით სრულყოფილად გამოძინების შემდეგ თავს უკეთესად გრძნობს. როგორც ნეირომეცნიერი, იგი ძილის ბიოლოგიური მნიშვნელობისა და ღირებულების წარმოჩენაზე მუშაობს. 2013 და 2019 წლებში მისი თანაავტორობით განხორციელებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის დროს ტვინი ისეთი ტოქსინებისგან ირეცხება, როგორიცაა, მაგალითად, ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან დაკავშირებული ბეტა ამილოიდი.
და ასე მოულოდნელად ძილს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ხელისშემშლელი ბერკეტის ფუნქცია მიეწერა; ამ აღმოჩენის მთავარი მომხიბვლელობა ის იყო, რომ ეს საოცნებო წამალი ყველასთვის უფასოდ იყო ხელმისაწვდომი. შედეგების გაცნობამ თავად ნედერგარდიც კი ააღელვა და მის თვალში ძილის რეჟიმის რეგულირება უფრო პრიორიტეტული გახდა. "ახლა მეტ ყურადღებას ვიჩენ ძილისადმი", — ამბობს მკვლევარი.
ხოლო ჩვენთვის, ვისაც ტვინის ფუნქციონირების საკვლევად აუცილებელი ხელსაწყო-დანადგარებით სავსე ლაბორატორიები არ გვაქვს, არსებობს გაჯეტების მთელი კომპლექტი, რომელთაგან თითოეული მეცნიერული შეფასების ილუზიას გვთავაზობს: ციფრებითა და სქემებით სავსე ყოველღამეული მოხსენებები გვატყობინებენ, რამდენად ეფექტიანად ფუნქციონირებდა ჩვენი სხეული ძილის პერიოდში. ეს ტრენდი მას მერე დაიწყო, რაც 2009 წელს ამერიკული კომპანია ფიტბიტი ეგრეთ წოდებული ფიტნეს ტრეკერების პირველი მწარმოებელი გახდა.
იმ დროისთვის ფიტბიტის მოწყობილობა, ფაქტობრივად, კარგად გაპიარებული პედომეტრი იყო. ის ვერც გულისცემას გაგიზომავდათ და ვერც დროს გეტყოდათ. მის მიერ გამოთვლილი გარბენილი მანძილიც კი ზოგჯერ არაზუსტი იყო. თუმცა მას ძილის ხანგრძლივობისა და ხარისხის აღნუსხვა შეეძლო და ყოველდღიურად "ძილის ეფექტიანობის" ქულას გიანგარიშებდა. და სწორედ აქედან დაიწყო ძილის ოპტიმიზაციის სურვილით შეპყრობა. 2016 წელს ძილის საზომების მსოფლიო ბაზარი ერთმილიარდიანი გახდა, 2024 წლისთვის კი ამ მონაცემის კიდევ 18 პროცენტით გაზრდაა მოსალოდნელი.
თუკი ერთ დროს ძილი ისეთივე ყოფით მოვლენად ითვლებოდა, როგორიც, მაგალითად, შხაპის მიღებაა, ახლა ის ტრენდად ქცეული ჯანსაღი ცხოვრების წესის მწვერვალზეა მოქცეული. ამ ამბავში ირონიული ისაა, რომ ძილზე ზედმეტი ფიქრები შფოთვის წყაროდ იქცევა ხოლმე; შფოთვა კი ადამიანებს ღამის ძილს უფრთხობს. ძილის ცუდ რეჟიმზე დარდი TED-ის გამოსვლების თემადაც კი იქცა და ამ პრობლემისადმი მიძღვნილი წიგნები ბესტსელერების სიის სათავეში მოხვდნენ.
თავისი პოპულარულ-სამეცნიერო კვლევის, რატომ ვიძინებთ, ფარგლებში, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, მეთიუ უოლკერი გვაფთხილებს, რომ გამოუძინებლობა ეპიდემიაა, რომელმაც საგანგაშო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. მისი მტკიცებით, ქრონიკულად გადაღლილი გონება ჩვენს სხეულს დიაბეტის, კიბოსა და სხვა სერიოზული დაავადებების განვითარებისთვის ხელსაყრელ სივრცედ აქცევს. მეორე მხრივ, დღის განმავლობაში მცირეხნიანი თვალის მოხუჭვა გვიუმჯობესებს მეხსიერებასა და ხასიათს, რომლის შემდეგაც თავს ახალგაზრდულად ვგრძნობთ და შესაბამისადაც გამოვიყურებით. "ძილი შეუცვლელი ბიოლოგიური აუცილებლობაა", — განაცხადა უოლკერმა თავის 2019 წლის TED-ის გამოსვლაში, — "ის სიცოცხლის შემნარჩუნებელია და დედა ბუნების მხრიდან უკვდავების მიღწევის ყველაზე წარმატებულ მცდელობას წარმოადგენს".
უკვდავება, მართლაც რომ, მიმზიდველად ჟღერს. ასე რომ, ჩვენც ენთუზიაზმით ვიკეთებთ ძილის ეფექტიანობის გამზომ ბეჭდებსა და მაჯის სააათებს; თეთრეულისა და ლეიბის ქვეშ კი საგულდაგულოდ ვმალავთ მოწყობილობებს, რომლებიც გვპირდებიან, რომ ჩვენი გულის რიტმსა და ძილის ციკლებს აღნუსხავენ. ჩვენ ვაკვირდებით ძილის სტადიებს; დასვენების ხანგრძლივობის, ხარისხისა და სიღრმის მაჩვენებელ მონაცემებს კი რედიტის იმ ფორუმებზე ვაქვეყნებთ, სადაც მომხმარებლები ცივი შხაპის სარგებლიანობასა და ბალიშების საჭიროებაზე კამათობენ.
ყველა ეს გაზომვა, შეფასება და შედარება, ფაქტობრივად, წარმოშობს ძილის ახალი ტიპის დარღვევას, რომელსაც ზოგიერთი მეცნიერი ორთოსომნიას უწოდებს. ტერმინი ნაწარმოებია ბერძნული სიტყვების, სწორი და ძილი, შეერთების გზით. ორთოსომნია აღნიშნავს მდგომარეობას, როცა ხარისხიან ძილზე შფოთვა ინსომნიის გამომწვევი ხდება.
"პაციენტების მიერ ძილის გამზომი მოწყობილობის მონაცემებსა და დღისით განცდილ უენერგიობას შორის თვითნებურად დადგენილი კავშირი, შესაძლოა, იდეალის მიღწევის დაუსრულებელ მცდელობად იქცეს", — წერენ ნორსვესტერნისა და რაშის უნივერსიტეტების სპეციალისტები, რომლებმაც ზემოაღნიშნული ტერმინი მოიგონეს. ისინი აკვირდებოდნენ სამ ადამიანს, რომლებიც ძილის საზომ ხელსაწყოებს მეტად ენდობოდნენ, ვიდრე — პროფესიონალი ექსპერტების რჩევებს. ერთ შემთხვევაში 27 წლის ქალი დარწმუნებული იყო, რომ ღრმა ძილის ნაკლებობა ჰქონდა, რის გამოც ლაბორატორიაში სრული გამოკვლევა ჩაიტარა. შედეგებმა აჩვენა, რომ მისი ძილის ციკლი სრულიად ნორმალური იყო, მაგრამ ქალს აზრი მაინც არ შეცვლია: "მაშინ, რატომ ამბობს ჩემი ფიტბიტი, რომ ცუდად მძინავს?" — კითხულობდა იგი.
ძილი ჩვენი ახალი სადარდელი და დანაშაულის გრძნობის გამომწვევი გახდა. და ეს მაშინ, როცა მონაცემების შემგროვებელი გაჯეტები ხშირად უზუსტო და ნაკლოვან ინფორმაციას გვაწვდიან. ჩვენ შეპყრობილები ვხდებით იმ მიზნებით, რომლბსაც ეს ხელსაწყოები გვისახავენ და განვიცდით, როცა შედეგს ვერ ვაღწევთ. ახალ-ახალი კვლევები ამგვარ სინდისის ქენჯნას გვიმძაფრებენ, რადგან ჯადოსნურ პანაცეას გვახსენებენ და თითქოს ყურში ჩაგვჩურჩულებენ: გამორთე ნეტფლიქსი, დაივიწყე სოციალური ცხოვრება, ელექტრონული ფოსტა, ნიჟარაში დარჩენილი გაურეცხავი თეფშები და ჩახტი ლოგინში.
ძილი ბიოლოგიური აუცილებლობა კია, მაგრამ მასზე ფიქრით მიღებული სტრესი ჩვენი არჩევანის შედეგია. ძილზე წუხილი უძილობის მიზეზად რომ არ გადაგვექცეს, სჯობს, ამაზე ნაკლები ვიფიქროთ და თავს განმტვირთავი, სტრესისგან დაცლილი, გემრიელი დასვენების უფლება მივცეთ.
-
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვარატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი რატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი
-
გადახედვაუჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი უჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვა"გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი "გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი
-
გადახედვადემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6% ირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6%
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
-
გადახედვაუჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვანოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით ნოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით
-
გადახედვაიმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
-
გადახედვაჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია ჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
-
გადახედვაბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ ბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვასაია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია საია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია
კომენტარები