ზოი კრავიცამდე — ყველა მსახიობი, ვინც ქალი-კატის როლი ითამაშა
სულ ცოტა ხანია, რაც გავიგეთ, რომ კომიქსების სამყაროს ახალი ქალი-კატა ეყოლება: ზოი კრავიცი.
ფილმში, რომლის პრემიერაც 2021 წელსაა დაგეგმილი, ის ასევე ბეტმენის ახალი შემსრულებლის - რობერტ პატინსონის მეტოქედ მოგვევლინება. სანამ ამ საკმაოდ საინტერესო და გაბედული პროექტის საბოლოო შედეგს ვიხილავთ დიდ ეკრანებზე და შესაბამისადაც შევაფასებთ, მანამდე ლოდინის დრო როგორმე ხომ უნდა მოვკლათ?
ჰოდა, გთავაზობთ გავიხსენოთ ყველა ის მსახიობი, ვისაც აქამდე უკვე შეუსრულებია ქალი-კატის როლი, რათა შესაბამისი მოლოდინები გვქონდეს დიდი პატარა ტყუილების ვარსკვლავის, ზოი კრავიცის მომავალი როლის მიმართ.
ჯული ნიუმარი (1966-1967)
ქალი-კატა პირველად ეკრანებზე 60-იან წლებში გამოჩნდა, თანაც ტელეეკრანებზე: 1966 წელის ამერიკაში გადიოდა სერიალი ბეტმენი, რომელშიც ქალი-კატის როლი სწორედ ცნობილმა მსახიობმა და მომღერალმა, ჯული ნიუმარმა შეასრულა. ის ახლა 86 წლისაა და ხშირად ბეტმენზე გადაღებულ ანიმაციებში ქალი-კატის პერსონაჟს ახმოვანებს.
ერტა კიტი (1967-1968)
ბეტმენის სატელევიზიო შოუს ორ სეზონში მონაწილეობის შემდეგ ჯული ნიუმარი ქალი-კატის როლზე ახალმა მსახიობმა შეცვალა - ერტა კიტი. ის პირველი შავკანიანი ქალი იყო, ვინც ამ როლზე დაამტკიცეს, თუმცა ამ ფაქტისგან დამოუკიდებლადაც კიტიმ მოახერხა, რომ ყველასთვის დაემახსოვრებინა თავი კომიქსის ამ მნიშვნელოვანი გმირის საინტერესო და ექსპრესიული შესრულებით.
ლი მერივეზერი (1966)
სატელევიზო სამყაროსთან ერთად ქალი-კატა კინოშიც 60-იან წლებში გამოჩნდა. თანაც ეს საკულტო როლი 1966 წელს მის ამერიკამ, ლი მერივეზერმა შეასრულა.
მიშელ პფაიფერი (1992)
ალბათ, სულაც არ გადავაჭარბებთ შეფასებისას, თუ ვიტყვით, რომ მიშელ პფაიფერმა კომიქსების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო და დასამახსოვრებელი პერსონაჟის სახე შექმნა. 1992 წელს ფილმში Batman Returns ქალი კატა სრულიად ახალი, უფრო თამამი და გაბედული პერსპექტივით ვიხილეთ.
ჰალი ბერი (2004)
2004 წელს ჰოლივუდში როგორც იქნა მიხვდნენ, რომ ქალი-კატა დამოუკიდებელ ფილმს იმსახურებდა, სადაც სწორედ მისი ისტორია იქნებოდა მოთხრობილი და რომელიმე სხვა გმირის სიუჟეტური დანამატი არ იქნებოდა.
ამ დავალების შესრულება ახლა უკვე მივიწყებულ, თუმცა თავის დროზე საკმაოდ მნიშვნელოვან მსახიობს, ჰალი ბერის დაეკისრა, რომელმაც დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა და ფილმი იმ წლის კინოგაქირავებაში ერთ-ერთი ლიდერიც გახდა.
ენ ჰეთეუეი (2012)
კინოინდუსტრიაში ბოლო ათწლეულის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კრისტოფერ ნოლანის მიერ ტრილოგიად გადაღებული ბეტმენის ისტორიაა. სწორედ ტრილოგიის ერთ-ერთ ფილმში, The Dark Knight Rises-ში 2012 წელს გამოჩნდა ქალი-კატა, რომლის როლიც ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა, ენ ჰეთეუეიმ ითამაშა.
ისღა დაგვრჩენია, 2021 წელს ყველა ერთად დაველოდოთ და ზოი კრავიცის მიერ შესრულებული სრულიად ახალი და განსხვავებული ქალი-კატა ვიხილოთ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები