სასამართლოზე ბატონობა და ტენდერებში გამარჯვების სურვილი — ბესელია ზარდიაშვილის გაცნობას იხსენებს
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ გადაცემა რეაქციაში ისაუბრა ყოფილ თანაპარტიელ ვანო ზარდიაშვილთან ურთიერთობაზე, რომელსაც სახეში ხელი გაარტყა. ბესელიამ აღნიშნა, რომ ზარდიაშვილთან არასდროს ჰქონია კარგი ურთიერთობა, რადგან გაცნობის პირველივე დღეს ის სასამართლოს კონტროლზე ესაუბრა.
"მე მის შესახებ გავიგე, რომ მოიყვანეს კომიტეტში. ვიცი, რომ ჩინჩალაძემ ჩასვა საპარლამენტო სიაში, მოგვიანებით ეს დადასტურდა და ივანიშვილმა ეს იცოდა ძალიან კარგად. შეიძლება ახლა თქვას, რომ არ იცოდა, თუმცა მის მიმართ ჰქონდა ნეგატიური რეაქცია, რასაც ჩემთან ამჟღავნებდა.
ახალდაწყებულია, ახალი მოწვევის პარლამენტია და ზარდიაშვილი შემოდის ჩემს ოთახში. აი, ასე, შეშინებული, მორიდებული, საცოდავად და მეუბნება, რომ ჩვენ სასამართლოსო... სასამართლოს სახელით მელაპარაკებოდა და უცებ ვერ მივხვდი, შემძრა ამან. გამიკვირდა, რა ჩვენ სასამართლო, შენ სასამართლო რატომ ხარ?!. მითხრა, ჩვენ სასამართლოსო ორი უფროსი, ორი ბატონი გვეყოლებაო, რომლის ყველა სიტყვას შევასრულებთო. ერთი ივანიშვილი და მეორე შენო, ოღონდ ჩვენთან უნდა იმეგობროო...
აი, მაშინ პირველად გამიცნობიერდა, რა როლით იყო ეს ადამიანი შემოსული პარლამენტში. მივუთითე კარებისკენ და ვუთხარი, ახლავე დატოვე ჩემი ოთახი-მეთქი", — განაცხადა ბესელიამ.
გარდა ამისა, ბესელიას თქმით, ზარდიაშვილმა მალევე განაცხადა, რომ იურიდიული კომიტეტში ის "ბევრს შრომობდა" და "ტენდერებში რაღაც ეკუთვნოდა". მისი განმარტებით, საუბარია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან მერიის ტენდერებზე.
"წამოცდა იმიტომ, რომ უტვინოა ყველაფერთან ერთად და ბრიყვი", — განაცხადა ბესელიამ.
გადაცემის წამყვანმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ვანო ზარდიაშვილს პირდაპირ ეთერში ჩართვა და პასუხის გაცემა სურდა. წამყვანის განმარტებით, მის შეფასებას მოგვიანებით მოვისმენთ, რადგან ბესელიას პირობა მისცა, რომ ეთერში მარტო მიიღებდა.
On.ge-მ სცადა ზარდიაშვილთან დაკავშირება, თუმცა კომუნიკაცია ვერ შედგა.
დღეს, 26 სექტემბერს პარლამენტში, სადაც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა. ზარდიაშვილმა მოსამართლეების მოსმენის დროს ახსენა სიტყვები "ბესელიას მორალი", რის გამოც ბესელია ყოფილ თანაგუნდელს ხელით შეეხო.
ბესელია ამბობს, რომ საბოდიშო არაფერი აქვს. ის აფრთხილებს ყველას, რომ მსგავსი ქცევის შემთხვევაში, იგივე პასუხს მიიღებენ.
"ამ არარაობასთან არაფერი საქმე არა მაქვს. მას, რა თქმა უნდა, თავი არ უნდა გაუყადრო ადამიანმა, მაგრამ არც იმას არ ვაპირებ, ის შეურაცხყოფები რაც მესმოდა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, გავატარო", — განაცხადა ბესელიამ.
ამავე თემაზე:
- ზარდიაშვილი გამოუშვეს მოსამართლის "გადასარჩენად", ეს იყო იაფფასიანი, დაგეგმილი პროვოკაცია — ბესელია
- დეპუტატი რომ ამას იკადრებს, მე არ ვიცი რა დავარქვა — სოფო კილაძე ეკა ბესელიაზე
- როგორც სუსტ სქესს, მოგეწონათ ბესელიას საქციელი? — ზარდიაშვილის სექსისტური კითხვა ტრაპაიძეს
- ეკა ბესელიას მხარდაჭერის მოთხოვნით თინა ბოკუჩავა გენდერულ საბჭოს მიმართავს
- დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი ბესელიას მოუწოდებენ, დეპუტატის მანდატი დატოვოს
- ეგრე უნდა აარტყა ყველა კაცს, რომელიც მორალზე დაგიწყებს ღლიცინს — გრიგოლიას სოლიდარობა ბესელიას
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები