მხევლის წიგნის გაგრძელება გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერი გახდა
2018 წელს მსოფლიოში აღიარებულმა თანამედროვე კანადელმა მწერალმა, მარგარეტ ეტვუდმა განაცხადა, რომ 1985 წელს გამოცემული თავისი საკულტო ნაწარმოების, მხევლის წიგნის გაგრძელება დაწერა.
მწერლის ერთგულმა მკითხველებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიხარულის ზარები შემოსცხეს, თუმცა იყვნენ უფრო სკეპტიკოსებიც, რომლებსაც ფილმებისა თუ წიგნების გაგრძელებები ერთნაირად სძაგდათ, მაგრამ ფაქტი ერთია — ასეთი გახმაურებული წიგნის მოლოდინმა ლიტერატურული სამყარო გამოაცოცხლა.
მხევლის წიგნი დისტოპიური ჟანრის რომანია, რომელიც იმ პირქუშ მომავალს გვიხატავს, სადაც რელიგიური რადიკალიზმი ადამიანის თავისუფლების მნიშვნელობას არ სცნობს, განსაკუთრებით კი ქალების უფლებებს ლახავს უკიდურესად. 80-იან წლებში დაწერილი ეს ერთგვარი წინასწარმეტყველური გაფრთხილება გამორჩეულად აქტუალური ბოლო წლებში, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურებული მკვეთრად მემარჯვენე და კონსერვატიული ღირებულებების მქონე ძალების ფონზე გახდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ წიგნმა ამერიკაში ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ შეიძინა, რომლის საკმაოდ აშკარა სექსისტურმა, რასისტულმა თუ ჰომოფობიურმა მოსაზრებებმა ქალების მასშტაბურ აქციებსაც კი ჩაუყარა საფუძველი.
ამ უდაოდ ღირებულ წიგნს ახალი სიცოცხლე სატელევიზიო ეკრანიზაციამ შთაბერა: Hulu-ს 2017 წელს გამოსულმა სერიალმა მილიონობით მაყურებელი მიიზიდა, ხოლო მოგვიანებით არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელიც გახდა.
სულ ცოტა ხნის წინ კი, 2019 წლის 10 სექტემბერს სწორედ ამ წიგნის გაგრძელება გამოქვეყნდა: სიქველს The Testaments ჰქვია და მხევლის წიგნის ისტორიიდან თხუთმეტი წლის შემდგომ ვითარებაზე მოგვითხრობს. ამჯერად წიგნის ნარატორი არა მხევლად ქცეული სასოწარკვეთილი ჯუნი, არამედ სხვა სამი ქალია, მათ შორის კი ერთ-ერთი ბევრი მკითხველისა თუ მაყურებლისთვის კარგად ცნობილი დეიდა ლიდიაა.
წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით მაღაზიებთან დაუსრულებელი რიგების შემხედვარე ხშირად ამასაც კი კითხულობენ: "რა ხდება, ნუთუ ჰარი პოტერის ახალი ნაწილი გამოვიდა?" ეს მოსაზრება არც ძალიანაა აცდენილი რეალობას, რადგან პირველივე კვირაში მარგარეტ ეტვუდის ახალი რომანის 103 177 ეგზემპლარი გაიყიდა. ეს შედეგი ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია და პირველი კვირის გაყიდვებით მას მხოლოდ ისეთი წიგნები სჯობნის, როგორიცაა ჰარპერ ლის მიდი დააყენე დარაჯი (168 455), დენ ბრაუნის დაკარგული სიმბოლო (551 000) და ჯოან როულინგის ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (ორ მილიონზე მეტი ეგზემპლარი).
ბესტსელერობასთან ერთად წიგნმა მრავალი ლიტერატურული კრიტიკოსის დადებითი შეფასება დაიმსახურა, მეტიც, ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიის, 2019 წლის ბუკერის პრემიის ფინალისტთა სიაშიც მოხვდა, რომლის გამარჯვებულის ვინაობასაც 14 ოქტომბერს გავიგებთ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, სამყაროს ახალი ფემინისტური ბიბლია მოევლინა (Testament - აღთქმა, სახარება), ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ქართულ თარგმანს დაველოდოთ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები