25 მარტიდან რუსთავი 2-ის ეთერში ახალი გადაცემა, სხვა შუაღამე იწყება
თუ დამღლელი დღის შემდეგ შინ დაბრუნებულს ეკრანის წინ მოკალათება გიყვართ, მაშინ გეტყვით, რომ ღამის ეთერი 25 მარტიდან უფრო საინტერესო გახდება.
სხვა შუადღის წარმატებული პროექტის შემდეგ რუსთავი 2 ახალ გადაცემას, სხვა შუაღამეს იწყებს.
გადაცემა კვირაში 6-ჯერ, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით გავა და 2 საათს გაგრძელდება.
არა ერთი, არა ორი, არამედ 12 წამყვანი
გადაცემის წამყვანების ვინაობა სიურპრიზია, თუმცა ცნობილია მათი რაოდენობა. სხვა შუაღამეს ჯამში 12 ერთმანეთისგან განსხვავებული მოდერატორი ეყოლება, რომლებიც თქვენთან ერთად განიხილავენ როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს აქტუალურ თემებს.
როგორც On.ge-სთვის ცნობილია, წამყვანებს შორის არიან საკუთარ სფეროებში წარმატებული ადამიანები, თუმცა მათთან ერთად რუსთავი 2-ის მაყურებელი ახალგაზრდა პროფესიონალებსაც გაიცნობს.
გადაცემის გენერალური პროდიუსერის, გიორგი ლაფერაშვილის თქმით, "წამყვანებად შეირჩნენ ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირება შეუძლიათ. მათ აქვთ საინტერესო ხედვა სხვადასხვა პროცესებთან დაკავშირებით, არიან ენერგიულები და რაც მთავარია, აქვთ დიდი გამოცდილება თავიანთ საქმეში".
კონცეფცია
ფორმატი თავისი შინაარსით არც ერთ სხვა გადაცემას არ ჰგავს. ეს არაა რომელიმე უცხოური შოუს ქართული ვერსია.
სხვა შუაღამე პირველ რიგში იმ მაყურებლებისთვის შეიქმნა, რომლებიც 12-ზე არ იძინებენ, არადა დღის ამ მონაკვეთში ქართულ ტელეარხებზე ბევრს ვეღარაფერს პოულობენ საინტერესოს.
გიორგი ლაფერაშვილი On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სხვა შუაღამე შეცვლის ღამის ეთერის კონცეფციას, რადგან ეს იქნება გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გავა. ასე რომ, მაყურებელთან ერთად წამყვანებიც იფხიზლებენ.
სხვა შუაღამის პროდიუსერი სალომე ბენაშვილი აღნიშნავს, რომ ამ გადაცემაში იქნება განხილული თითქმის ყველა ის თემა, რომელზეც საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ, მაგრამ სატელევიზიო სივრცეს იშვიათად უთმობენ: "ველაფერი იქნება სხვანაირად, განსხვავებულად დანახული და შეფასებული".
სხვა შუაღამეში სოციალურად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი თემების სუბიექტური ანალიზის გარდა, მაყურებლები საინტერესო ამბებს სპორტის, ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა სფეროების შესახებაც მოისმენენ. სხვა შუაღამე თანამედროვე ქართველ მუსიკოსებსაც დაუთმობს დროს.
"სხვა შუაღამეში მაყურებელი ნახავს სრულიად განსხვავებულ შეფასებებს იმ თემების შესახებ, რომელსაც ყოველდღიურად ისმენს. ეს იქნება სუბიექტური, თუმცა ღრმა და კომპეტენტური მსჯელობა წამყვანების მხრიდან, რაც ამ გადაცემას ყველა სხვა შოუსგან გამოარჩევს", - ამბობს სალომე ბენაშვილი.
სხვა შუაღამის პირველი გადაცემა რუსთავი 2-ის ეთერში 25 მარტს პირდაპირ ეთერში გავა.
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
კომენტარები