რეკრეაციული თუ სამშენებლო ზონა — რა სტატუსი აქვს ადგილს, სადაც m²-ს მშენებლობა სურს
სამშენებლო კომპანია m²-მა "მაღლივის" მიმდებარე ტერიტორიაზე 4 მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გამო, განაშენიანების რეგულირების გეგმის ახალი პროექტით თბილისის მერიას უკვე მიმართა. On.ge-ს მერიაში განუცხადეს, ზონის სტატუსის შეცვლაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ტერიტორია ამ დრომდე რეკრეაციულ ზონად რჩება.
მერიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ 2015 წელს თბილისის საკრებულომ განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული ვარიანტი დაამტკიცა. თბილისის მერიის მიერ On.ge-სთვის მოწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გეგმის მიხედვით რეკრეაციული ზონა უნდა შეცვლილიყო საცხოვრებელ ზონად, თუმცა 2016 წელს ეს საკითხი მერიამ გააჩერა.
იურისტის, ინიციატივა საჯარო სივრცისთვის წარმომადგენელი, ანანო ცინცაბაძე აცხადებს, რომ მაღლივის მიმდებარე ტერიტორიას ამ დრომდე აქვს სარეკრეაციო ზონის სტატუსი და ეს სტატუსი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ანანო ცინცაბაძის თქმით, m²-მა 2015 წელს მიმართა მერიის ზონალურ საბჭოს ამ ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლის საკითხზე, ზონალურმა საბჭოს გასცა რეკომენდაცია, რომ სტატუსი შეცვლილიყო, თუმცა საკრებულოში ზონალური საბჭოს რეკომენდაციის განხილვა შეჩერდა. შესაბამისად, არ შეცვლილა ტერიტორიის სტატუსი და ის ისევ სარეკრეაციო ზონაა.
მერიაში ასევე აცხადებენ, რომ 2017 წელს შემუშავდა 41-ე დადგენილება. ეს არის ტექნიკური რეგლამენტი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების შესახებ. მერიაში განმარტავენ, რომ 41-ე დადგენილების გამო m²-ს განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირება მოუხდა.
"კორექტირებული პროექტი, რომელიც მორგებულია ყველა მოქმედ კანონმდებლობას 2018 წლის სექტემბერში შემოიტანეს და მას შემდეგ გაჩერებულია", — განმარტავენ მერიაში.
კომპანია m²-ში ირწმუნებიან, რომ ეს ტერიტორია არ არის სარეკრეაციო ზონა.
"2015 წლის კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმით დადგინდა ახალი უფლებრივი ზონირება, რომელმაც იურიდიულად გადაფარა 2009 წელს დადგენილი ფუნქციური ზონები ამ ტერიტორიისთვის", — აცხადებენ კომპანიაში.
ტერიტორია, სადაც მშენებლობა იგეგმება
კომპანია m² ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლების პროექტის განხორციელებას შავიშვილის ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივ" კორპუსსა და ქავთარაძის ქუჩას შორის ტერიტორიაზე გეგმავს.
კომპანია ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში ე.წ. ხრუშოვკებში მაცხოვრებლებს თავიანთი ბინების სანაცვლოდ, ახალაშენებულ კორპუსებში გადასვლას სთავაზობს. კომპანიის ცნობით, გამოთავისუფლებული შენობა დაინგრევა და მის ადგილას აშენდება ახალი კორპუსი, სადაც სურვილის შემთხვევაში გადმოვლენ მომდევნო ე.წ. ხრუშოვკის მაცხოვრებლები და ა.შ. ჯაჭვური რეაქციით. ტერიტორია m²-ის საკუთრებაა.
მშენებლობის მიმართ პროტესტის მიზეზი ამ ტერიტორიაზე გერმანელი და უნგრელი ტყვეების სასაფლაოცაა, რომელიც იქ, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან გაჩნდა.
პროტესტი
ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მშენებლობის გასაპროტესტებლად უნივერსიტეტის "მაღლივ" კორპუსთან 9 თებერვალს აქცია გამართეს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს სივრცე რეკრეაციული ზონაა და აქ მშენებლობა დაუშვებელია. "აქ გაიზარდნენ თაობები, აქ იზრდებიან ჩვენი შვილები, ეს არის ადგილი საიდანაც კვარტლებს და არამარტო, სრულიად ქალაქს ჰაერი მიეწოდება და ვენტილირდება ვერეს ხეობიდან!", — აცხადებენ აქციის მონაწილეები.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები