11 სამეფო წესი, რომელთა დაცვაც მეგან მარკლს ორსულობისას მოუწევს
თუ სამეფო ოჯახის შესახებ On.ge-ის სტატიებს თვალს ადევნებთ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და პრინცი ჰარი პირველ შვილს ელოდებიან.
მეგანს სამეფო ოჯახისთვის განკუთვნილი წესები ისედაც არ აკლდა, თუმცა, ორსულობის გამო, მისი პროტოკოლი კიდევ უფრო გართულდა.
გაეცანით 11 წესს, რომლის დაცვაც მეგანს ორსულობის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ მოუწევს.
1. არავითარი წვეულება ბავშვის დაბადების წინ (Baby Shower)
ბავშვის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე მოწყობილი წვეულებები ამერიკასა და ინგლისში ძალიან პოპულარულია, თუმცა, სამეფო ოჯახის ქონების გამო, დამატებითი საჩუქრების მიღება არამიზანშეწონილად ითვლება.
2. ბავშვის სქესის წინასწარ გამხელა? არა და არა!
დიახ, ვერც მეგანი და ვერც ჰარი წინასწარ ვერ გაამხელენ ბავშვის სქესს. თუმცა, ეს ყველაფერი არაა — ბავშვის სქესის შესახებ თავად მშობლებსაც არ ეცოდინებათ. თუმცა, გამონაკლისები არსებობს — პრინცესა დაიანა სამეფო ოჯახის წევრთაგან ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელმაც შვილის სქესი დაბადებამდე იცოდა, თუმცა, ამის შესახებ ჩარლზისთვისაც კი არ გაუმხელია.
3. მის გარშემო გამუდმებით იტრიალებენ ბებიაქალები.
იმის მიუხედავად, რომ ის ბავშვს სამშობიაროში გააჩენს, მეგანს სამეფო ბებიაქალებისა და გინეკოლოგების არმია ეყოლება, რომლებიც მასთან იქნებიან. როგორც ცნობილია, პრინცესა ქეითს სამი ბებიაქალი ჰყავდა, რომლებიც მისი ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ნებისმიერ დროს მზადყოფნაში იყვნენ. წესები მათზეც ვრცელდებოდა — ამ დროის განმავლობაში, ბებიაქალებს ალკოჰოლის მიღება ეკრძალებოდათ.
4. არავითარი დეკოლტე...
სამეფო ოჯახის წევრ ქალებს ორსულობისას გამოყვანილი სამოსისა და დეკოლტეს ჩაცმის უფლება არ აქვთ.
5. ... და არც ღია ფეხსაცმელი.
ეს წესიც ცოტა უცნაურია, რადგან ორსულ ქალებს ყველაზე მეტად თავისუფლება სიამოვნებთ. თუმცა, სამეფო ოჯახი აქაც ინარჩუნებს სიმკაცრეს და მის წევრებს, ორსულობის განმავლობაში, ფეხის თითების გამოჩენას უკრძალავს.
6. ბავშვის დაბადებაზე პირველ რიგში ელიზაბეტმა უნდა გაიგოს.
ვინ გაიგებს პირველი ბავშვის დაბადების შესახებ? მეგანის დედა? პრინცი ჩარლზი? არა, მეგანი და ჰარი პირველ რიგში მშობლებს ან მეგობრებს ვერ ამცნობენ სასიხარულო სიახლეს, რადგან ეს პატივი, დედოფალს ერგება. ალბათ, რომ შეიძლებოდეს, სამეფო ბავშვის დაბადებას ელიზაბეტი მეგანზე ადრეც გაიგებდა.
7. ვერც მსოფლიოს ამცნობენ მშობლები.
როგორც იცით, სამეფო ოჯახის წევრებს საერთო სოციალური ქსელები აქვთ, მაგრამ, გახარებული ჰარი შვილის დაბადების შესახებ ვერც ტვიტერზე დაწერს და ვერც ფეისბუქზე. ინფორმაციას თავდაპირველად ბუკინგემის სასახლის წინ ქალაქის მაუწყებელი გამოიტანს.
8. სამეფო შუშხუნები? კი! იქნება.
სამეფო ბავშვის დაბადებას შუშხუნები მოჰყვება, უფრო სწორად, 10 წუთის განმავლობაში თოფის 62-ჯერ გასროლა.
9. მისი შვილის ნათლობის სამოსს მეგანი ვერ აარჩევს
სამეფო ოჯახში დაბადებულ 62 ბავშვს, ნათლობისას ერთი და იგივე, ტრადიციული სამოსი ეცვათ, თუმცა ის 2004 წელს გამოცვალეს. მეგანისა და ჰარის შვილი თავისი ბიძაშვილების "გამონაცვალ" სამოსს მოირგებს.
10. "დეკრეტულ შვებულებას" სამეფო ოჯახი მხარს უჭერს
სამეფო ოჯახის წევრი დედები, შვილის გაჩენიდან მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ყველა სამეფო ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. დეკრეტული შვებულებას ჰარიც აიღებს, თუმცა, სამწუხაროდ, უფრო ხანმოკლეს, ვიდრე მეგანი.
11. მშობიარობიდან 24 საათში მეგანს იდეალურ ფორმაში ყოფნა მოუწევს
დროა, რომ ეს სასტიკი ტრადიცია სამეფო ოჯახმა ამოიღოს, რადგან, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ოჯახს წარმოადგენს, არცერთი ქალია ვალდებული, მშობიარობიდან 24 საათში იდეალურ ფორმაში გამოიყურებოდეს. როგორც ცნობილია, ქეითის საავადმყოფოდან გამოსვლამდე, დაწესებულებაში სამეფო ოჯახის ვიზაჟისტები შეიპარნენ, რომლებმაც მის უნაკლო გარეგნობაზე იზრუნეს.
პ.ს. თქვენი აზრით, ვინ მოერევა, მეგან მარკლი თუ სამეფო პროტოკოლი?
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები