რომელ მაღალჩინოსნებსა და გახმაურებულ საქმეებზე ფლობს კომპრომატებს სუბელიანი — რ2-ის ჩანაწერი
რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ხორავას ქუჩის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი პირდაპირ ასახელებს რამდენიმე ხმაურიან საქმეს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად იყო ჩართული. აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, სუბელიანის ქართული ოცნების დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბარია ასახული.
ამ ჩანაწერში, სუბელიანი ამბობს, რომ ჩაწერილი და დაარქივებული აქვს უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები, რომლებიც ქართული ოცნების გუნდის უკანონო საქმიანობაზე მიუთითებს, მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე. სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი გახმაურებულ საქმეებთან ერთად ხელისუფლების მაღალჩინოსნებზეც საუბრობს, რომელთა შესახებაც, მისივე თქმით, კომპრომატებს ფლობს.
გახმაურებული საქმეები
რუსთავი 2-ის აუდიოჩანაწერში ისმის, რომ სავარაუდოდ, მირზა სუბელიანს, პირადად აქვს ისეთი საქმეების მოგვარებაში მონაწილეობა მიღებული, როგორიცაა სერგო თეთრაძის საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე და ციხის ბუნტის საქმე, რომლებისთვისაც ბაჩო ახალია იხდის სასჯელს. ნავთლუღის საქმეზე მსჯავრდებულია დათა ახალაიაც. ასევე ნახსენებია ე.წ. ვანოს საქმე, სადაც იგულისხმება მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა. გახმაურებული საქმეების ფარულ ჩანაწერში ხსენებით იკვეთება, რომ ხელისუფლებისთვის ეს საქმეები სწორედ სუბელიანმა "დაალაგა".
ჩანაწერში ნახსენები იყო ბიზნესმენ ხარძიანის საქმე, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის დროს მომხდარი მკვლელობაა და გაურკვეველია, რას გულისხმობს სუბელიანი.
სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ მოწმეებს იტაცებდა და სცემდა სასურველი ჩვენებების მისაღებად, მათ შორის, გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის დროს. ბაჩო ახალაიას საქმის მოწმეებზე კი ამბობს, რომ მათ აწამებდა.
სუბელიანი ახსენებს ვანო მერაბიშვილის საქმეს და ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია.
მაღალჩინოსნები
ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან ქართული ოცნების დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი. რუსთავი 2-ის ცნობით, ის მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელია.
P.S.-ის წამყვანის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ციხეში გამართული შეხვედრის მიზეზი, საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილო მირზა სუბელიანია, რომელიც სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და თან აბარებს, რა უნდა უთხრას დეპუტატმა გახარიას.
"რა უთხარი იცი გახარიას? ერთად რომ ვქეიფობდით მე ვასაძე და მთელი კამანდა, თურმე შორიდან იცნობდნენ ესენითქო? კარგითქო მართლა. ამაზე უფრო მეტად არის გაგიჟებულითქო. მესიჯი მიუტანე სწორად, არავის ჩაძირვა და არავის გადაძირვა არ მინდა, თვი დამანებონ, შემეშვან, სიტყვა ნათქვამია, ეგ სიტყვა შეასრულონ და აგერ არის 15-ში და ახალ წლამდე დამიყენონ განაჩენი", — ისმის აუდიოჩანაწერში.
ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ახსენებს, თბილისის ყოფილ მთავარ პროკურორს, მიხეილ შაყულაშვილს, რომელმაც მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საპარლამენტო კომისიას სუბელიანისგან განსხვავებული ჩვენება მისცა. ამ შეუსაბამობამ გააჩინა ეჭვი, რომ სუბელიანმა ცრუ ჩვენება მისცა.
რუსთავი 2-ის ცნობით, სუბელიანი ჩანაწერებში შაყულაშვილს საგინებელი სიტყვებით მოიხსენიებს. სავარაუდოდ, სუბელიანი ოთარ ფარცხალაძესაც ახსენებს, რომელიც მისი თქმით, პროკურატურას მართავს. ამავე ფრაგმენტში რ2-ის წამყვანის ცნობით, ნახსენები არიან მთავარი პროკურორები კბილაშვილი და შოთაძე, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომლებიც მასთან საქმეების მოსაგვარებლად დადიოდნენ.
"რატო მძირავენ, ძლივს ხალხმა დამივიწყა და ახლა ისევ თავიდან ააყაყანე ეს ჟურნალისტები და თქვან ცრუ ჩვენება მისცაო, ისევ თავიდან, ეს უტვინოები, აი მაგათი დალაგებული, დარწმუნებული ვარ ძმაო მაგაში არც ირაკლის ხელი არ ურევია და ოთარის კიდე... ვალშია ძმაო, ეგრეც ხო არ არი ძმაო", — ისმის ჩანაწერში.
რუსთავი 2-ის ცნობით, საუბრისას არაერთხელ ახსენებენ კიდევ ერთ პიროვნებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლევან კაკავას. P.S.-ის წამყვანის თქმით, ჩანაწერიდან ჩანს, რომ სწორედ კაკავას დაავალა გიორგი გახარიამ სუბელიანის საქმის ფინანსური მხარის მოგვარება.
"იმან დაავალა, მილიონი თემა აქვს ძმაო, ის ვიცე-პრემიერია, მინისტრია, ის გეუბნება მე ხო გავალებდი, მარა ქვევით უკვე პ...ჭები ყავს, მაგიტომაც გეუბნები მაგის მოადგილეებს კი არ უნდა ელაპარაკო, მაგას უნდა ელაპარაკო", — ისმის რ2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში.
სავარაუდოდ სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც ყოფილა. ჩანაწერში სუბელიანად მოხსენიებული პირი ასევე ახსენებს, ქართული ოცნების დეპუტატს არჩილ თალაკვაძეს, რომლის ძმასაც მისი თქმით, საქმე მოუგვარა.
ჩანაწერების მიხედვით, მირზა სუბელიანი ეუბნება ვიქტორ ჯაფარიძეს, რომ მან ძალიან ცუდ საქმეს მოჰკიდა ხელი, როდესაც ამ მოლაპარაკებებში ჩაერთო. მისი საუბრიდან ირკვევა, რომ თავიდან პროცესში აქტიურად იყო ჩართული სოზარ სუბარიც, რომელიც საქმეს ნელ-ნელა ჩამოცილდა.
"გაიწია სოზარი, სოზარის ცრემლები მოდიოდა და გაიწია, ის ჩვენზე მეტად დარდობს, მიხვდა და გაიწია, შენ მაგარ ცუდ საქმეში ჩაერიე დამიჯერე რა, შენ თუ გგონია მირზა გამოვიდეს და რუსთავი 2-ში დაჯდეს და...", — ისმის ჩანაწერში.
საქართველოს პროკურატურამ ციხეში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბრის ჩაწერის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება ორი დღის წინ, 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დღეს, 14 ოქტომბერს რუსთავი 2-ის მიერ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაავრცელეს ინფორმაცია.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები