სწორი აქცენტები თუ მოუმზადებელი სიტყვა — დეპუტატები ბახტაძის გაეროში გამოსვლას აფასებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლას გაეროს ასამბლეის 73-ე სესიაზე ქართულ პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვნად აფასებენ. ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ პრემიერმა გამოსვლის დროს სწორი აქცენტები დასვა. მმართველი გუნდისგან განსხვავებულად ფიქრობენ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები. ნაციონალურ მოძრაობის აზრით, მამუკა ბახტაძის გამოსვლა, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კრიტიკულმა სიტყვამ განაპირობა, ევროპული საქართველოს პოზიციით კი პრემიერი გამოსვლისთვის მოუმზადებელი იყო.
ქართული ოცნება
ქართული ოცნების ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მამუკა ბახტაძემ სწორი აქცენტები დასვა, როდესაც რეგიონში საქართველოს როლზე ისაუბრა და მსოფლიოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
"მან საკუთარი ქვეყანა წარმოაჩინა, როგორც ძლიერი პარტნიორი, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან. მან ისაუბრა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე. ამავე დროს, მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს, კიდევ უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოში განვითარების პროცესს".
უმრავლესობის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე იზიარებს არჩილ თალაკვაძის აზრს და ფიქრობს, რომ რუსეთის მიმართ მკაფიო გზავნილი იყო, რომ "დროა, ოკუპაცია დასრულდეს, მსოფლიო თანამეგობრობამ ხმა აიმაღლოს და იმ უსამართლობის ბოლოს მოღებას დაუჭიროს მხარი, რომელიც 25 წელია საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაციისა და მავთულხლართების სახეს იღებს".
"ის, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დარბაზში არ იჯდა, იმას არ ნიშნავს, რომ ეს გზავნილი მიღებული არ იქნა. სამწუხაროდ, ასეთ გზავნილებზე პროვოკაციულ პასუხს ვიღებთ", — ამბობს აკაკი ზოიძე.
ნაციონალური მოძრაობა
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრემიერის მოუწია მძაფრი განცხადებების გაკეთება მხოლოდ იმიტომ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციაზე მკვეთრი განცხადება. პოროშენკომ აღნიშნა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო.
"იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, იძახის არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი, არამედ იმავეს იმეორებს, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი კობახიძე და იგივე აზრი აქვს, რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ამ ქვეყნის რეალური მმართველი", — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, მოსახლეობამ თავი არ უნდა მოიტყუოს და უნდა იცოდეს, რომ რეალური პოზიცია დღევანდელი მმართველი პოლიტიკური გუნდის, რომლის უკანაც დგას ბიძინა ივანიშვილი, მთლიანად ემთხვევა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.
"თუმცა, გაეროს ტრიბუნიდან ამაზე საუბარი პრემიერ-მინისტრს ალბათ, გაუჭირდებოდა, მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი იძახის, რომ ტყუილია, რუსული ნარატივი, რომ საქართველო არის დამნაშავე 2008 წლის ომში, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მას უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ეთქვა ის, რაც თქვა", — განაცხადა სამადაშვილმა.
ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას შეფასებით, გაეროში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მოუმზადებელი და არასწორი ხედვის გამოსვლა ჰქონდა.
ბოკერიას თქმით, მრავალთვიანი კრიტიკის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია როგორც იქნა ახსენა", მაგრამ სამწუხაროდ, საკუთარი გამოსვლა სწორ კონტექსტში არ ჩასვა.
"საქართველო ყოველთვის საერთაშორისო საფრთხის კონტექსტში უნდა ჩასვა, რადგან ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა კი არ არის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროს პრობლემაა და ეს მან არ გააკეთა, განსხვავებით, ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებისგან", — ამბობს გიგა ბოკერია.
ბოკერიას აზრით, პრემიერს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე კონკრეტული მოთხოვნები უნდა დაეყენებინა.
ბოკერია რუსეთის ოკუპაციაზე ბახტაძის განცხადებებს "გამოსვლის სწორ ნაწილს" უწოდებს და ფიქრობს, რომ ეს შეუთავსებელია ქართული ოცნების გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთან.
"მას სანქციებზე და იმაზე უნდა ესაუბრა, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ისევე არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, როგორც უკრაინასთან მიმართებაში. ფუნდამენტურად არასწორია როცა ამბობ, რომ რუსეთი შენი პრობლემაა და არა — თავისუფალი სამყაროსა და მთელი მსოფლიოსი", — განაცხადა ბოკერიამ.
პატრიოტთა ალიანსი
On.ge დილიდან ცდილობს პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. ირმა ინაშვილის სამდივნოში განგვიცხადეს, რომ ის კომენტარს გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ გააკეთებს, ხოლო ფრაქცია პატრიოტების სხვა დეპუტატები On.ge-ს ზარებს არ პასუხობენ.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები