მ.კ. უცნობ ნივთს სარალიძეს ურტყამდა - საგამოძიებო კომისიის ვერსია ფარდულის ეპიზოდზე
საგამოძიებო კომისიამ მუშაობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით, ხორავას ქუჩის საქმეში, ყველაზე საკამათო, ფარდულის ეპიზოდი აღადგინა.
კომისიის წევრების ცნობით, მოიპოვეს არაერთი ჩვენება, რომლითაც დასტურდება მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის, ე.წ. ტარის ქონა და ჩხუბისას მისი სარალიძის მისამართით გამოყენება.
ფარდულის ეპიზოდი, სადაც დავით სარალიძე მოკლეს
"დავით სარალიძემ შებოჭვის მსგავსი ილეთით შეაგდო გ.ჯ. ფარდულში. გ.ჯ. მას მოქცეული ჰყავდა მოხრილ მდგომარეობაში და ზემოდან იჭერდა ხელებით. ამ მდგომარეობაში გ.ჯ.-მ ამოიღო დანა და გულ-მკერდისა და მუცლის მიდამოებში ჭრილობები მიაყენა სარალიძეს, რის შემდეგაც მას დანა დაუვარდა. ფარდულში ასევე იმყოფებოდა მ.კ., რომელმაც როგორც კომისიამ დაადგინა ჩხუბის დაწყებისას ხელი ჩაიყო ჯიბეში, შემდეგ ჩხუბის დროს მ.კ.-ს ხელში ჰქონდა საგანი, ზემოთ აღნიშნული ტარი, რომელსაც ურტყამდა დავით სარალიძეს და შემდგომ სახელოში მალავდა. კომისიას ერთ-ერთმა გამოკითხულმა არასრულწლოვანმა ვიზუალურადაც დაუხატა ესკიზი თუ როგორი ნივთი უნდა ჰქონოდა მ.კ.,- ს და რომელსაც შესაძლებელია ჰქონოდა ბასრი პირი ან ყოფილიყო მის გარეშე. ფარდულში დავით სარალიძეს ეხმარებოდა დ.ღ., რომელიც შემდგომ გადაერთო ეზოში მიმდინარე ჩხუბზე.
ფარდულში ასევე იმყოფებოდა გ.მ., რომელმაც დავით სარალიძესთან ჩხუბის დროს მიიღო ჭრილობა ზურგის არეში, ის უშუალო შემხებლობაში იყო დავით სარალიძესთან. მის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე დავით სარალიძის სისხლი აღმოჩნდა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოძიების მიერ, თავის დროზე არ დამუშავებულა ვერსია და არ ჩატარებულა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც გაარკვევდა გ.მ.-ს როლს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში.
გ.ბ.-ს დავით სარალიძესთან ფიზიკური შემხებლობა გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით არ უდასტურდება.
მას შემდეგ, რაც მოზარდებმა დაინახეს მძიმედ დაჭრილი დავით სარალიძე, რომელსაც 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ისინი გაიქცნენ ხორავას ქუჩის მიმართულებით. გაქცევისას თაღთან მოხდა დაპირისპირება გ.ბ-სა და ლევან დადუნაშვილს შორის, რომლის დროსაც გ.ბ.-მ მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა ლევან დადუნაშვილს.
ჩხუბის ბოლო ეპიზოდში თაღის შესასვლელში ასევე იმყოფებოდა ოთხი არასრულწლოვანი, რომლებიც მაშინვე გარბიან ეზოდან, როცა მოზარდების პირველმა ნაწილმდა დაიწყო გაქცევა.
ჩხუბის შემდეგ მოზარდებმა ეზო სხვადასხვა თანმიმდევრობით დატოვეს. სვანიძის ქუჩის მოზარდები ავიდნენ გუდაურის ქუჩაზე, სადაც ზ.ტ. დაეხმარა დაჭრილ გ.მ.-ს გაეწმინდა ზურგი, საიდანაც მას სდიოდა სისხლი, ჩხუბის დროს მიყენებული ჭრილობიდან. იქვე გ.ჯ.-მ აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე დანა დაუვარდა. გუდაურის ქუჩაზე მოზარდებს გამოეყო მ.კ., რომელმაც სისხლიანი დანა გამოართვა გ.ბ,-ს და წავიდა წყლის საყიდლად იქვე მდებარე მაღაზიისკენ, მას თან წაჰყვა ზ.ტ. დანარჩენი ქუჩის მოზარდები კვლავ ჩავიდნენ ხორავას ქუჩაზე და გაემართნენ ხორავას ქუჩის 26-სკენ, სადაც ეზოში არის ონკანი.
მას შემდეგ, რაც მ.კ.-მ იყიდა წყალი, ის და ზ.ტ. ასევე გაემართნენ ხორავას 26-ში მდებარე ეზოსკენ. ეზოში გ.ჯ.-მ ონკანზე დაიბანა სისხლიანი თავი, მ.კ.-მ დანა დაუბრუნა გ.ბ.-ს.
კომისიამ დაადგინა, რომ ონკანიან ეზოში მ.კ.-ს ხელში ეჭირა კვლავ ნივთი, ე.წ. ტარი, რომელიც აჩვენა თავის მეგობრებს და უთხრა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს. ეზოში შეკრებილი მოზარდები იყვნენ აღელვებულები და განიხილავდნენ ჩხუბის დეტალებს. ამავე ეპიზოდში, მ.კ.-მ ონკანიანი ეზოდან დაურეკა თავის ძმას ლუკა კალანდიას და სთხოვა მისვლა დასახმარებლად".
კომისიის წევრების პოზიციით, მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის ქონა და ჩხუბის დროს მისი გამოყენება კიდევ უფრო ამყარებს კომისიის მხრიდან გაცემულ შუალედურ რეკომენდაციას, დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 2-ე ნაწილის “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით.
მ.კ. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაშია ბრალდებული.
საგამოძიებო კომისია
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.
საქართველოს კანონმდებლობით კომისია ვალდებულია, შექმნიდან ზუსტად სამი თვის თავზე წარმოადგინოს დასკვნა. ბოლო თვეების განმავლობაში კომისიის წინაშე წარგნენ, როგორც საგამოძიებო ორგანოების თანამდებობის პირები, ისე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კომისიის ერთ-ერთ ბოლო საჯარო სხდომაზე გამოკითხეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე.
2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა, თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. გამოძიების ფარგლებში მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები