Freedom House: საქართველოს ქულამ დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში დაიკლო
"ლიბერალიზმთან დაპირისპირება" - ასე ჰქვია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშს. ყოველწლიური ანგარიში უკვე 23 წელია გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში დემოკრატიის მდგომარეობას იკვლევს.
ანგარიში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ბალკანეთსა და ევრაზიის რეგიონს მოიცავს.
2018 წელს ქვეყნებმა ყველაზე დიდი უკუსვლა განიცადეს. 29 შესწავლილი ქვეყნიდან 19-ში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა. უკვე მეორე წელია იზრდება კონსოლიდირებული ავტოკრატიების რიცხვი.
საქართველო
4,68 ქულით საქართველო მეცხრამეტე ადგილზეა და გარდამავალი ქვეყნების ჯგუფში რჩება. ჯგუფს ასევე უწოდებენ "ჰიბრიდული რეჟიმების" ჯგუფს. მცირე უკუსვლაა დემოკრატიის ქულაში, რომელიც წელს 4,68-ს შეადგენს, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი 4,61 იყო. ანგარიშში ქვეყნები ერთიდან შვიდ ქულამდე არიან შეფასებულები, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე მძიმე.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ევროპაში არსებული უკუსვლის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ "უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და ყირგიზეთი ავტორიტარიზმის რისკის წინაშე დგანან".
ანგარიშის მიხედვით, რეგიონის ბევრ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები არჩეულ თანამდებობებზე არ არიან და მათ ყოფილ სტატუსებს იყენებენ.
"არაფორმალური მმართველობა: კაცები ფარდებს მიღმა" - ასე ჰქვია ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც საქართველო და ბიძინა ივანიშვილია ნახსენები.
ანგარიშში ვკითხულობთ: "მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2014 წელს დატოვა, მაგრამ ის კონტროლს ინარჩუნებს მმართველ ქართული ოცნების პარტიაზე, რომელიც მისი კერძო კომპანიების თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტა და დედაქალაქის განვითარებნის გეგმები ბუნდოვანს ხდის ქართულ პოლიტიკას".
ამავე თავში ნახსენებია პოლონეთის, სერბეთის, მონტენეგროს, რუმინეთის, ყირგიზეთის და სომხეთის მაგალითები.
რეგიონი
ანგარიშის თანახმად, საკვლევ რეგიონში ოპოზიციურ პარტიებზე, პრესაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები გახშირდა, ასევე იზრდება არალიბერალური პოლიტიკა, რაც ძირს უთხრის დემოკრატიის პრინციპებს.
"ევროპაში არალიბერალური პოლიტიკა ნორმა ხდება", - ამბობს ორგანიზაციის პრეზიდენტი მაიკლ აბრამოვიჩი.
აბრამოვიჩის თქმით, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჟურნალისტებზე და პოლიტიკური ოპოზიციაზე მთავრობების მიერ მართული თავდასხმებით რუსეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები ლიდერობდნენ, მაგრამ „ეს ტენდენცია იზრდება მთელს რეგიონში. ეს აღარ არის პრობლემა, რომელსაც ჩვენ რომელიმე ქვეყანას მივაწერთ. დემოკრატიის დასაცავად, ლიდერებმა სათანადოდ უნდა უპასუხონ დემოკრატიულ პრინციპებზე თავდასხმებს, განსაკუთრებით, როცა ეს მათ სიახლოვეს ხდება".
მისი თქმით, იმას, რაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, მთლიანი ევროპისგან ვერ განვაცალკევებთ "არავინაა დაცული არალიბერალური იდეების ნორმად ქცევისგან".
უკვე მეორედ რეკორდულად იკლო დემოკრატიის მაჩვენებელმა პოლონეთში, რასაც Freedom House მმართველი პარტიის მიერ სასამართლოზე მოპოვებული კონტროლით და საზოგადოებრივი მედიის პოლიტიზირებით ხსნის.
ბოლო 10 წლის მონაცემებით, ჯამში ყველაზე დიდი უკუსვლაა უნგრეთში, რომელიც 2004 წელს ევროკავშირის გაფართოების ეტაპზე დემოკრატიულად მიიჩნეოდა, დღეს კი გარდამავალს და ჰიბრიდულ რეჟიმებს შორისაა.
ანგარიშის მიხედვით, საუკეთესო წინსვლა აჩვენა ესტონეთმა, რომელიც ისედაც ანგარიშის ლიდერი იყო. ახალმა მთავრობამ მმართველობის პირველ წელს მოახერხა ეჩვენებინა ეროვნული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მედეგობა.
"მაშინ როცა დემოკრატიების უმრავლესობაში ცუდი ტენდენციებია, ესტონეთი გვახსენებს, რომ ლიდებრალურ დემოკრატიას შეუძლია და აღწევს წარმატებას", - ამბობს კვლევების დირექტორი ნეით შენქენი.
"მაშინაც კი, როცა ქვეყანას აქვს უცხოური ოკუპაციის ისტორია, ეთნიკური და რეგიონული უთანხმოებები, დემოკრატიული ეროვნული ინსტიტუტები ხალხს უკეთეს მმართველობას სთავაზობს", - ნათქვამია ანგარიშში.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები