ბახალას მხარდასაჭერად 25 იანვარს კანცელარიასთან აქცია გაიმართება
განახლება: კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის დრო და ადგილი შეიცვალა. აქცია პარლამენტის შენობასთან 6 საათზე გაიმართება.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის დაკავების გასაპროტესტებლად, თბილისში, კანცელარიასთან აქცია გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თეთრი ხმაურის მოძრაობა ავრცელებს. მოძრაობის წევრები მოითხოვენ გიორგი გიორგანაშვილის და ბექა წიქარიშვილის გათავისუფლებას და საქმეში მონაწილე პოლიციელების დასჯას :
"მოვითხოვთ: გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან; გათავისუფლდეს მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი; კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები; უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული , ფაშისტური ნარკოპოლიტიკა. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი. სწორედ ამ მოთხოვნებს ეფუძნება აქცია ლოზუნგით - ყველა ერთისთვის! "
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმ მოვლენების ფონზე, როდესაც საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ხელახალ ლეგიტიმაციას ანიჭებს ე.წ. ჩადებების პრაქტიკას:
"„ჩადებების“ თემა საზოგადოებისთვის ახალი არ არის. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვიხილეთ „ბირჟა მაფიის“ საქმე, რომელშიც ბრალდებულები ამბობდნენ, რომ მათ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. საქმისადმი ფართო საზოგადოებრივი ინტერესის აღძვრის შემდეგ სასამართლომ „ბირჟა მაფიის“ წევრების წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება მართლაც ჩაუდეს. მიუხედავად აღნიშნული გამამართლებელი განაჩენისა, შსს-ის თანამშრომლები კვლავაც აგრძელებენ უფლებამოსილების შესრულებას."
მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას და სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები იქნებიან.
აქციას, რომელიც 25 იანვარს, 17:00 საათზე, კანცელარიის შენობასთან გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით გაიმართება სხვადასხვა არასამთავრობოები უერთდებიან: თეთრი ხმაურის მოძრაობა, ტალღა, Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, 2 ივნისის მოძრაობა, გირჩი / Girchi, ქალთა მოძრაობა Georgian Women's Movement, Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა,საფარი/Sapari.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე ბახალას 0,3726 გრამი სუბოტექსის ფლობისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროცესის შემდეგ, სასამართლოსთან ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა დააკავეს. თორნიკე ბზიავა უკვე გაათავისუფლეს. წიქარიშვილის საქმეზე კი გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსითაც, კერძოდ, სასამართლოს შენობაში მინის გატეხვის ფაქტზე. გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები