ტერაქტი ბარსელონაში: განახლებადი
00:31 განახლება: პოლიციის ცნობით, ტერაქტში ბრალდებული პირი ოჯახში ძალადობის გამო წარსულში ნასამართლევი იყო. მან ციხე 2012 წელს დატოვა.
00:27 განახლება: პოლიციის განცხადებით, დაშავებულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა, მათ შორის 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულთა რიცხვი არ შეცვლილა.
18 აგვისტო, 00:20 განახლება: დაღუპულებს შორის ერთი პირი ბელგიელია. ამის შესახებ ბელგიის პრემიერმინისტრმა ტვიტერზე დაწერა.
23:44 განახლება: ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ISIS-მა აიღო.
23:37 განახლება: კატალონიის პრეზიდენტის განცხადებით, ტერაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა.
23:02 განახლება: საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ბარსელონას ტერაქტს "ტრაგიკული" უწოდა და ესპანეთს სოლიდარობა გამოუცხადა.
მოგვიანებით მან ესპანურადაც დატვიტა:
"სოლიდარობა ბარსელონას, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ".
22:47 განახლება: პოლიციამ იმ პირის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც კომპანიისგან მიკროავტობუსი იქირავა, შემდეგ კი ის მოქალაქეებზე ტერაქტისთვის გამოიყენა.
22:37 განახლება: ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია მინიმუმ 50.
22:16 განახლება: ტერაქტს რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
"ამერიკა გმობს ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასახმარებლად. ძლიერად იყავით, გვიყვარხართ" - წერს ტრამპი.
დღეს, 17 აგვისტოს, ბარსელონაში, ტურისტებით დატვირთულ ქუჩაზე მოსიარულეებში მიკროავტობუსი შევარდა. ის დიდი სისწრაფით მოძრაობდა და ადამიანებს ეჯახებოდა. მანქანის გაჩერების შემდეგ, მისი მძღოლი ადგილიდან გაიქცა, ხოლო ორი შეიარაღებული კაცი ბარში შევარდა.
ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. სამართალდამცავების ცნობით, მიკროავტობუსი დაქირავებული იყო. მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილია და მოქალაქეები ადგილს ვერ ტოვებენ.
ტერაქტს გამოეხმაურა ლონდონის მერი, სადიქ ხანი და მას "ბარბაროსული აქტი" უწოდა. მან ესპანელ ხალხს მიუსამძიმრა და ადგილზე მომუშავე სასწრაფო დახმარება სიმამაცისთვის შეაქო.
"ლონდონი ტერორიზმის ბოროტების წინააღმდეგ და ბარსელონის გვერდით დგას" - დაწერა მან ტვიტერზე.
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
კომენტარები