ხუთი ძირითადი საკითხი, რაზეც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თბილისში ისაუბრა
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, საქართველოში ყოფნისას, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, პირველ აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ნატოსთან ინტეგრაციაზე:
სტრატეგიული პარტნიორობა
მაიკ პენსის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილია, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს და ის ქართველი ხალხის გვერდით დგას.
ვიცე-პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა აშშ-ს პოზიცია, რომლის მიხედვითაც, მას სურს კიდევ უფრო დაუახლოვდეს საქართველოს და გაამყაროს ურთიერთობები სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით:
"უკვე ათწლეულებია, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელებთან ერთად იბრძვიან კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში. რაც შეეხება ავღანეთს, საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი ჯარისკაცი გადაისროლა იქ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა. საქართველოს 31-მა მოქალაქემ თავისი სიცოცხლე შესწირა ამ ომს. მათი ხსოვნა ამერიკელების გულში დარჩება. ამერიკელები ქართველებთან ერთად გლოვობენ მათ დაღუპვას".
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველო თავდაცვის სფეროში მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს ხარჯავს და რომ ამით ნატოს ზოგ წევრს ასწრებს: "თუმცა ეს მძიმე რეალობით არის გამოწვეული".
რუსეთის მიმართ სანქციები
პენსის პრესკონფერენციის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი იყო საუბარი რუსეთის მიმართ დაწესებულ საქნციებზე:
"ჩვენი პოზიციის გაჟღერებისათვის ვიტყვი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა და მალე საკანონმდებლო სახე მიეცემა სანქციებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ გვსურს რუსეთთან ურთიერთობები, მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება მას შემდეგ, რაც ის გააუქმებს თავის დესტრუქციულ ქმედებებს".
ოკუპირებული ტერიტორიები
"დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ, ხელყონ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", - ეს იყო ის მთავარი პოზიცია, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით თქვა ვიცე-პრეზიდენტმა.
მან ასევე დაამატა ისიც, რომ აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, იმ ფონზე, როცა რუსული ტანკები 40 კილომეტრის მოშორებითაა განლაგებული და საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია.
ეკონომიკური თანამშრომლობა
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ საქართველოს არამხოლოდ თავდაცვის სფეროში, არამედ ეკონომიკურადაც დაეხმარება:
"ეს მოიტანს დამატებით სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც ქვეყანა აღნიშნავს თავის ტერიტორიების დაბრუნებას".
მაიკ პენსის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია, რუსული აგრესიის გადატანაში:
"დონალდ ტრამპის სიტყვებს კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ჩვენ თქვენ გვერდზე ვართ, ჩვენ ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული. ჩვენი ძალა ყოველთვის არის და იქნება ჩვენს ერთიანობაში".
ნატოსთან ინტეგრაცია
როგორც ვიცე-პრეზიდენტმა საუბრისას აღნიშნა, აშშ დღემდე მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო გახდება ნატოს წევრი. ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტის, ეშლი პარკერის კითხვის – დაიცავს თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში? – პასუხად პენსმა თქვა, რომ აშშ მხარში უდგას მშვიდობის მოყვარე ქვეყნებს და ისინი ამას "არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ქმედებებით ამტკიცებენ":
"პრეზიდენტმა[ტრამპმა] ხაზი გაუსვა - ამერიკული კონტინგენტი თვალნათლივ ასახავს, რომ ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი ვალდებულებების".
მაიკ პენსის თქმით, ისინი გააგრძელებენ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას, რომ გაფართოვდეს და გაძლიერდეს საქართველოს დაახლოება ნატოსთან.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 31 ივლისს ეწვია.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები