ახალი ტრეილერები და პრემიერის თარიღები Comic-Con 2017-იდან
თუ კინო და სერიალები გიყვართ, შეუძლებელია ერთხელ მაინც არ გქონდეთ გაგონილი Comic-Con-ის შესახებ, მაგრამ თუ ჯერ მის შესახებ არაფერი გსმენიათ, გეტყვით, რომ კომიკ-კონი, ე.წ. მრავალჟანრობრივი გასართობი ფესტივალია, რომელიც კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოში 1970 წლიდან ყოველწლიურად იმართება.
Comic-Con თავის თავში აერთიანებს კომიქსების, გრაფიკული რომანების, სამეცნიერო და ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებების, ფილმების, სერიალების, ანიმეების, ვიდეოთამაშებისა და პოპ კულტურის მასშტაბურ პავილიონებს, რომელში მონაწილეობაც იქ ჩასულ ათასობით მონაწილეს საშუალებას აძლევს რამდენიმე დღის განმავლობაში თავად გახდეს უდიდეს შოუს მონაწილე, მოირგოს ცნობილი პერსონაჟების კოსტიუმები და რაც მთავარია, შეიტყოს ყველა ის სიახლე, რომელსაც კინოინდუსტრია წლის განმავლობაში შემოგვთავაზებს.
2017 წელს კომიკ-კონი 20 ივლისს დაიწყო და 23 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
The Walking Dead
პრესკონფერენციების, ახალი კინოპოსტერებისა და სხვადასხვა ანონსების გარდა ყველაზე დიდი ინტერესი სერიალ Walking Dead-ის გარშემო ტრიალებდა. როგორც იცით, შოუს ახალი სეზონის გადაღებებისას, უბედური შემთხვევის დროს დუბლიორი დაიღუპა, რის გამოც გაურკვეველი იყო როდის გაგრძელდებოდა გადაღებები და საერთოდ, გადაიდებოდა თუ არა სერიალის პრემიერა.
სწორედ კომიკ-კონზე გახდა ცნობილი, რომ AMC-ს სერიალი, მერვე სეზონით, 22 ოქტომბერს დაბრუნდება, თანაც საიუბილეო მეასე ეპიზოდით.
ამავე საღამოს, FX-მა და რაიან მერფიმ, ჰორორის ჟანრის ანთოლოგიის American Horror Story-ს მეშვიდე სეზონის სახელი, თემა და გამოსვლის თარიღი წარუდგინეს სან დიეგოში შეკრებილ ათასობით ადამიანს.
American Horor Story
როგორც ცნობილი იყო, ახალი სეზონის შთაგონების წყარო აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გახდა, შოუს ახალი სახელი კი Cult (კულტი) იქნება, რომლის პრემიერაც 5 სექტემბერს შედგება.
Inhumans
კიდევ ერთი ტრეილერი, რომელიც გასულ ღამეს გავრცელდა, ABC-ისა და მარველის ახალი, ერთობლივი სერიალის Inhumans-ის შესახებ მოგვითხრობდა. აქვე გავიგეთ, რომ სერიალის პრემიერამდე შოუს პირველი ეპიზოდი შეგვიძლია ვნახოთ IMAX-ის კინოთეატრებში, პირველ სექტემბერს. უკვე 29 რიცხვში კი მისი პრემიერა ABC-ზე შედგება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Inhumans-ში ერთ-ერთ როლს სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი, ივან რეონი, იგივე რემზი ბოლტონი, შეასრულებს.
Saw
შვიდწლიანი ლოდინის შემდეგ, სწორედ სან დიეგოში შეკრებილმა კინომოყვარულებმა ნახეს პირველად რეჟისორი ძმების პიტერ და მაიკლ სპირეგების სახელგანთქმული ფრენჩაიზის, Saw-ს კიდევ ერთი, მერვე ნაწილის პირველი ტრეილერი. როგორც ცნობილია, ფილმის პრემიერა 27 ოქტომბერს იგეგმება.
Game of Thrones
ყველაზე მეტი ადამიანი, როგორც მოსალოდნელი იყო, HBO-ს პავილიონის გარშემო ტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ 16 ივლისს მაყურებელმა Game of Thrones-ის ახალი სეზონის პირველი სერია უკვე იხილა და ხვალ მეორე ეპიზოდსაც ვნახავთ, ახალმა ტრეილერმა, რომელიც სან დიეგოში აჩვენეს, ყველა გახარებული დატოვა.
სწორედ აქედან შევიტყვეთ ახალ-ახალი დეტალები, მაგალითად ის, რომ მელისანდრა დრაკონების დედოფლის მხარეს გადავიდა, სერსეი ლანისტერი კი ძველ ჩვევას არ იშლის და ჯეიმისთან ხვევნა-კოცნას კვლავ განაგრძობს.
რაც შეეხება დაენერის ტარგარიენს, ის ბრძოლისთვის და შვიდი სამეფოს ტახტზე ასასვლელად უკვე მზად არის. ხო, და კიდევ ერთი, ჯორა მორმონტი, რომელიც პირველ სერიაში მხოლოდ სხეულის ერთი ნაწილით, კერძოდ ხელით, გამოჩნდა მეშვიდე სეზონში მთელი თავისი "დიდებით" წარდგება ჩვენს წინაშე.
The gifted
2017 წლის ორ ოქტომბერს მაყურებელი Fox-ისა და მარველის ახალი სერიალს, The Gifted, იხილავს. რომელშიც ერთდროულად ნახავთ ბავშვებსაც, მუტანტებსაც, სამეცნიერო ექსპერიმენტებსაც, სპეცეფეტქებსაც და სავარაუდოდ ძალიან საინტერესო სიუჟეტსაც.
ახალი სერიალი 20th Century Fox-ისა და Marvel Television-ის ერთობლივი პროექტია. შოუს სიუჟტი ერთი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც მშობლები აღმოაჩენენ, რომ მათი შვილები ზებუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულები.
შოუს შემქმნელები მეთ ნიქსია, რეჟისორი კი ბრაიან სინგერი.
The Defenders
მარველის კიდევ ერთი პროექტი, რომლის ტრეილერიც კომიკ-კონზე აჩვენეს, არის The Defenders, რომელსაც ნეტფლიქსი წარმოგვიდგენს. სერიალის პრემიერა 18 აგვისტოს შედგება.
Vikings
დიდი მოლოდინი იყო History Channel-ის სერიალის, ვიკინგების მიმართაც, რომლის მეხუთე სეზონსაც მაყურებელი 29 ნოემბერს იხილავს.
Comic-Con 2017 კინომოყვარულებსა და კინოჟურნალისტებს 2018 წლამდე დაემშვიდობა.
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
კომენტარები