ტერაქტი ლონდონში - ბოლო ცნობები და თვითმხილველთა კომენტარები
შაბათს ღამით, ლონდონში განხორციელებული ტერაქტის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. 48 დაჭრილი ქალაქის ხუთ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გარდიანის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული ახალი ზელანდიის მოქალაქე, კომაში იმყოფება.
ლონდონის დროით 22 საათზე, ფურგონი ხიდზე მიმავალ ადამიანებს დაეჯახა. ამ დროს, მანქანიდან რამდენიმე პირი გადმოხტა. ისინი ხიდზე და მის მიმდებარედ არსებულ სავაჭრო უბან ბორო მარკეტში მოქალაქეებს დანებით დაესხნენ თავს.
მძიმედ დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია. მას ჭრილობები აქვს სახეზე, ფეხზე და თავში.
8 წუთიანი სროლის შემდეგ, პოლიციამ 3 ეჭვმიტანილი მოკლა. სკოტლენდ-იარდის განცხადებით, ისინი ყალბ ასაფეთქებელ ჟილეტებს ატარებდნენ.
ამ დროისთვის ლონდონში გადაკეტილია ხიდი, მიმდებარე მეტრო და რამდენიმე ქუჩა. ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიები შეჩერებულია.
"მათ გამარჯვების უფლებას არ მივცემთ" - განაცხადა ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა.
თვითმხილველთა კომენტარები
BBC თავდასხმისას ადგილზე მყოფ რამდენიმე პირს ესაუბრა.
მარკი, ფოტოგრაფი:
ლონდონის ხიდს სურათებს ვუღებდი, როდესაც დავინახე, რომ ჩემგან დაახლოებით 20 მეტრში მყოფ ადამიანთა ჯგუფს მანქანა დაეჯახა. ის სხვადასხვა მხარეს მოძრაობას აგრძელებდა. ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა და იმ წამებში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომელ მხარეს გაქცევა აჯობებდა.
თავდასხმისას ხიდზე იყო ერიკიც:
ფურგონიდან სამი კაცი გადმოხტა და მათ მაშინვე თავდასხმა დაიწყეს. ხალხი ხიდის კიბეებზე ჩარბოდა, ისინი დანებით მისდევდნენ და ყვიროდნენ, რომ ეს ალაჰისთვის ხდებოდა.
ბენი ბოროს სადგურში იმყოფებოდა, როდესც ტერორისტი დაინახა:
კაცს წითელი და უდიდესი დანა ეჭირა,ალბათ 30 სანტიმეტრის სიგრძის. ის კაცს ესხმოდა თავს, დახლოებით სამჯერ დაჭრა და ამ ყველაფერს დიდი გულგრილობით აკეთებდა. მსხვერპლი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, მაგრამ ბევრი ვეღარაფერი შეეძლო. ის აუღელვებლად ურტყამდა დანას, სანამ მსხვერპლი მიწაზე არ დაეცა.
ჟერარდი ბორო მარკეტის მიმდებარედ იყო, როდესაც დაინახა, რომ დანებით შეიარაღებული 3 პირი მისი ადგილის მიმართულებით მირბოდა. მისი თქმით, შეეშინდა, მაგრამ წინააღმდეგობა გაუწია:
ისინი ღია ბარებში და ქუჩებში ადამიანებს ესხმოდნენ თავს. რაც ხელში მხვდებოდა, ყველაფერს ვსროდი. ალბათ სკამებს და ტაბურეტებს. ერთ-ერთს, მგონი, თავში მოვარტყი. ამ დროს, ისინი ჩემკენ წამოვიდნენ, რომ დავეჭირე და მხოლოდ ამ დროს მომაფიქრდა გაქცევა. მთელი ძალით მივრბოდი და ვიცოდი, რომ ერთი წაბორძიკების შემთხვევაშიც კი, დამეწეოდნენ და მოვკვდებოდი. ისინი იქ და იმ დროს მომკლავდნენ.
ალექსი მიმდებარე ბარში იყო:
ქალი, რომელიც ალბათ 20-დან 30-წლამდე იყო, ტორტმანით შემოვიდა და დაეცა, მას მხრიდან და პირიდან სისხლი მოსდიოდა, მგონი ყელშიც იყო დაჭრილი. ადამიანები მის დასახმარებლად გაიქცნენ. მერე პოლიცია მოვიდა და მათთან ერთად დავტოვეთ მიმდებარე ტერიტორია. სირბილისას ვხედავდი, რომ დაჭრილებს ჩვეულებრივი მოქალაქეები უწევდნენ პირველად დახმარებას.
ლონდონის ტერაქტები
2017 წელს, ეს ლონდონში განხორციელებული მეორე ტერატქია. 22 მარტს, ტერორისტი ვესტმინსტერის ხიდზე მოსიარულე ადამიანებში მანქანით შევარდა და 4 ადამიანი იმსხვერპლა. მეხუთე დაღუპული ტურისტი იყო, რომელიც ხიდიდან გადახტა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები