თავდასხმის შედეგად, სალმან რუშდიმ ერთ თვალში მხედველობა დაკარგა და ცალ ხელსაც ვეღარ ამოძრავებს
ცნობილმა მწერალმა სალმან რუშდიმ რამდენიმე თვის წინ მომხდარი თავდასხმის შედეგად, ერთ თვალში მხედველობა დაკარგა და ცალ ხელსაც ვეღარ ამოძრავებს. ინფორმაციას რუშდის აგენტი ადასტურებს.
წარმოშობით ინდოელ ინგლისურენოვან მწერალს აგვისტოში, ნიუ-იორკის შტატში დაესხნენ თავს, როცა იგი შემოქმედებითი თავისუფლების შესახებ საჯარო ლექციის წასაკითხად ემზადებოდა. მიყენებული მრავლობითი ჭრილობის გამო, იგი ადგილობრივ საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია ამ დრომდე უცნობი იყო, თუმცა, 75 წლის ავტორის წარმომადგენელი, ენდრიუ უაილი, ახლა მედიასთან დეტალებს ჰყვება.
"მძიმე დაზიანებები ჰქონდა და ერთ თვალში მხედველობა დაკარგა", — ამბობს უაილი, — "სამი სერიოზული ჭრილობა მიაყენეს კისრის არეში. მკლავის ნერვების დაზიანების გამო, ვეღარც ცალ ხელს ამოძრავებს. ამასთან, მკერდის და წელის არეში კიდევ 15 ჭრილობა ჰქონდა. ამდენად, ნამდვილად საზარელი თავდასხმა იყო".
აგენტს არ დაუკონკრეტებია, რჩება თუ არა რუშდი საავადმყოფოში. თუმცა, უაილიმ დასძინა, რომ მწერალი გადარჩა და მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
სალმან რუშდი 1980-იანი წლებიდან გამუდმებით იღებდა სიკვდილის მუქარებს — ძირითადად, ირანიდან. ეს მას შემდეგ, რაც ირანის მაშინდელმა ლიდერმა, აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ, მისი მოკვლის მოწოდებით განკარგულება გამოსცა. მიზეზი მწერლის წიგნი, ეშმაკეული აიები, გახდა. მუქარების გამო, რუშდის წლების განმავლობაში მალვა და პოლიციის დაცვის თანხლებით სიარული უწევდა.
მწერლის აგენტის თქმით, რუშდის ამგვარი თავდასხმის შესაძლებლობაზე წინათაც უსაუბრია და საფრთხეს იგი ნებისმიერ ადგილას მოელოდა.
აგვისტოში მომხდარი თავდასხმისთვის ნიუ-ჯერსიში მცხოვრები ლიბანური წარმოშობის კაცი, 24 წლის ჰადი მატარია დაკავებული. მედიაში გავრცელებული ცნობით, პოლიციის ოფიცრებმა მის მობილურ ტელეფონში ირანის რევოლუციის მცველების ერთ-ერთი ლიდერის ფოტო იპოვეს. თავად მატარი თავს უდანაშაულოდ ცნობს.
მართალია, ხომეინის განკარგულება აქამდე ვერ აღასრულეს, თუმცა, ეშმაკეულ აიებთან დაკავშირებული არაერთი ლიტერატორი იქცა სამიზნედ. 1991 წლის ივლისში რომანის იაპონელი მთარგმნელი, ჰიტოში იგარაში, სამშობლოში მოკლეს. წიგნის იტალიელ მთარგმნელს, ეტორე კაპრიოლოს, ცივი იარაღით დაესხნენ თავს მილანში. 1993 წლის ოქტომბერში ეშმაკეული აიების ნორვეგიელ გამომცემელს ესროლეს ოსლოშიც.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
კომენტარები