DeLorean Motor Company-ის განცხადებით, ისინი უკან მომავალში ბრუნდებიან და ამჯერად ელექტრომობილით.

15 წამიან ვიდეოში, რომელიც Twitter-ზე გამოჩნდა, კომპანიამ განახლებული დელორიანის სილუეტი გვაჩვენა — სახელწოდებით DeLorean Evolved. არ გაგიკვირდებათ და თიზერში მანქანა თავის "ლეგენდარულ ფრთებს შლის".

უკან მომავალში

დელორიანი თავდაპირველად 1981-1982 წლებში გამოჩნდა. მანქანამ საკულტო სტატუსი მისი 80-იანი წლების დიზაინის გამო მოიპოვა — და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში გადამწყვეტი როლი იქონია "უკან მომავალის" სერიებმა. მაყურებელმა მანქანა ფილმში პირველად 1985 წელს იხილა.

ახლა კი, რაც კომპანიის დამაინტრიგებელი ანონსით ჩანს ისაა, რომ მანქანა ელექტრონული იქნება. სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია. ამ ეტაპზე არ ვიცით რა ეღირება ის და როდისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.