ექსპერტების ნაწილის თქმით, მალე ადამიანები მთელ ცხოვრებას მეტავერსში გაატარებენ
ცხოვრებით მოიწყინეთ? გსურთ მეტი თავგადასავალი და თავისუფალი მოგზაურობა? ამ ყველაფერზე პასუხი შეიძლება მეტავერსმა შემოგთავაზოთ. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მეტავერსს რეალური ცხოვრების დიდი ნაწილის ჩანაცვლება შეუძლია.
მელანი სუბინმა, Future Today Institute-ის დირექტორმა The New York Post-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, 2030 წლისთვის "ადამიანების დიდი ნაწილი გარკვეულწილად მეტავერსიაში იცხოვრებს". მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოიყენებს მას მხოლოდ სამუშაოდ, მელანი თვლის, რომ მეტავერსი ზოგისთვის ბევრად დიდ როლს ითამაშებს.
სუბინმა აღნიშნა, რომ მომავალში ვირტუალური რეალობა კიდევ უფრო აქტუალური იქნება და ადამიანები იქ ბევრად მეტ დროს გაატარებენ, ვიდრე ახლა.
ამასთან, მსგავს პროგნოზებს სხვა ექსპერტებიც აკეთებენ. დღეს ბევრს მიაჩნია, რომ მომავალი "საიბერპანკის" არის. შესაბამისად AR და VR ტექნოლოგიები კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება და მალე მასზე ყველა დამოკიდებული იქნება.
"მე მიმაჩნია, რომ მომავალში AR-ის მოწყობილობები ისეთივე მოთხოვნადი და გავრცელებული იქნება, როგორც ეს დღეს სმარტფონებია", — განუცხადა The New York Post-ს პატრიკ კოზიმ, 3D პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპის Cesium-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. მან დაამატა, რომ ფეისბუქის Oculus-ის ჩაფხუტების მსგავსი პროდუქტები ერთ დღეს მთლიანად ჩაანაცვლებს სმარტფონებს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ამისგან და 2030 წლის პროგნოზიც კი, სავარაუდოდ, ზედმეტად ამბიციურია, თუმცა ფეისბუქის ვირტუალური რეალობით ასეთი დაინტერესება ბევრ რამეზე მეტყველებს. მიუხედავად ამისა, მეტავერსისთვის საჭირო ტექნოლოგიები ჯერ კიდევ დასახვეწია და Oculus-ის პროდუქტი მაინც არ არის ისეთი კომფორტული, მისი გამოყენება მთელი დღის განმავლობაში რომ შევძლოთ.
ასე რომ, მაშინ, როცა ზოგიერთი ექსპერტი თუ კომპანია დიდ ყურადღებას ამახვილებს მეტავერსის პერსპექტივებზე, ტექნოლოგია ჯერ კიდევ საკმაოდ დასახვეწია. ის ძირითადად მაინც ვიდეო თამაშებისთვის გამოიყენება.
კომენტარები