მსოფლიოში პირველად — კაცმა ტვინის იმპლანტის გამოყენებით, ფიქრები ტვიტად გარდაქმნა
ავსტრალიურმა კომპანია Synchron-მა, ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის მქონე 62 წლის პაციენტს ახალი შესაძლებლობები შესძინა. პაციენტმა შეძლო და ტვინის იმპლანტის გამოყენებით, თავისი ფიქრები ტვიტად აქცია.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვინმემ შეძლო შეტყობინებების დაწერა სოციალურ მედიაში პირდაპირ ტვინის კომპიუტერული ინტერფეისის გამოყენბით. ეს სიმბოლურად მნიშვნელოვანი მომენტია ტექნოლოგიისთვის, რომელსაც შეუძლია პარალიზებულ ადამიანებს მრავალი შესაძლებლობა მიანიჭოს.
"გამარჯობა, მსოფლიო!" დაწერა ფილიპ ო’კიფმა, რომელსაც ამ აშლილობის შედეგად გამოწვეული პროგრესირებადი დამბლა აწუხებს.
როგორც Synchron-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თომას ოქსლიმ აღნიშნა, "ეს მოკლე ტვიტი მონუმენტური პროგრესია! მომავალში ადამიანები ფიქრით სოციალურ ქსელებში პოსტიების განთავსებას შეძლებენ."
ამიოტროფიულმა გვერდითმა სკლეროზმა, ასევე ცნობილმა როგორც ლუ გერიგის დაავადებამ, 62 წლის ო’კიფს მოტორიკის ფუნქცია თითქმის სრულად წაართვა. 2020 წლის აპრილში მან მიიღო Stentrode BCI, სტენტზე დამონტაჟებული ელექტროდის პატარა მასივი, რომელიც ჩაინერგა ტვინში საუღლე გარსის მეშვეობით.
"როდესაც პირველად გავიგე ამ ტექნოლოგიის შესახებ, მივხვდი, რამდენი რამის მოცემა შეეძლო მას ჩემთვის. სისტემა გასაოცარია, ველოსიპედის ტარების სწავლას ჰგავს, რასაც პრაქტიკა სჭირდება, მაგრამ როგორც კი ისწავლი, ეს ბუნებრივი ხდება", — ამბობს ო’კაიფი.
"ახლა, უბრალოდ ვფიქრობ იმაზე, თუ რა მსურს და შემიძლია ელ.წერილი გავაგზავნო, გამოვიყენო ბანკის მომსახურება, შევიძინო პროდუქტები და ახლა მსოფლიოს ტვიტერის საშუალებით მივწერო", — აღნიშნა მან.
ივლისში იმპლანტის შემქმნელ სტარტაპს FDA-ის მარეგულირებელის ნებართვა მიენიჭა, რათა დაეწყო მოწყობილობის ტესტირება მოხალისეებზე.
"ერთი შეხედვით ეს სახალისო ტვიტი რეალურად მნიშვნელოვანი მომენტია იმპლანტირებული ტვინის კომპიუტერული ინტერფეისებისთვის. რაც მთავარია, ეს უმნიშვნელოვანესია მათთვის ვისაც პარალიზის პრობლემები აწუხებს“, — თქვა თომას ოქსლიმ.
კომენტარები