გაქრობადი მესიჯების ფუნქცია WhatsApp-ის ყველა ჩათში თავისთავად ამუშავდება
WhatsApp მის გაქრობად მესიჯებს ახალ ფუნქციას უმატებს, რომლის საშუალებითაც მესიჯები ნებისმიერი ჩათიდან ავტომატურად, გარკვეული პერიოდის შემდეგ წაიშლება. WhatsApp-ის თქმით, მომხამრებლები შეძლებენ დააყენონ გაქრობადი მესიჯები ავტომატურად ყველა ახალი ჩათისთვის.
ეს ფუნქცია პირველად გასული წლის ნოემბერში გამოჩნდა. მაშინ ჩვენ საშუალება გვქონდა დაგვეყენებინა გაქრობის რეჟიმი, თუმცა მესიჯების წაშლა 7 დღის შემდეგ იწყებოდა. ახალი განახლების შემდეგ არჩევანი უფრო ფართო იქნება, მესიჯები 24 საათიდან 90 დღის ვადაში გაქრება.
ფუნქციონალზე მუშაობის პროცესში ის პირველად WABetaInfo-მ შენიშნა.
WhatsApp აღნიშნავს, რომ გაქრობადი მესიჯების დეფოლტად გააქტიურება ძველ ჩათებს არ შეეხება. როდესაც ჩვენ ახალ მიმოწერას დავიწყებთ, დავინახავთ გამაფრთხილებელ ფანჯარას, რომელიც გვამცნობს, რომ გაქრობადი მესიჯები გააქტიურებულია და ის დეფოლტად ასეა (თქვენი ადრესატი არ იფიქრებს, რომ რაიმე პირადულს აქვს ადგილი). ამ ფუნქციის გათიშვა ინდივიდუალური ჩათებისთვის სეთინგსებიდან შეიძლება.
ახალი ფუნქცია არ შეეხება საერთო ჩათებს, სადაც რამდენიმე ადამიანი იყრის თავს. დღეიდან, როდესაც ახალ საერთო ჩათს შექმნით, WhatsApp წინასწარ გკითხავთ, გსურთ თუ არა, რომ ჩათში თქვენი და თქვენი მეგობრების მესიჯები გარკვეული დროის შემდეგ ავტომატურად გაქრეს.
WhatsApp-ის თქმით, ახალი ფუნქცია უკვე ყველა პლატფორმაზე ხელმისაწვდომია.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები