უდაბნოს საკულტო ფესტივალი Burning Man წელს, კორონავირუსის გამო, ონლაინ, ვირტუალურ რეალობაში გაიმართება — თვალწარმტაცი დეკორაციებისა და ხედების ნახვას თქვენ თქვენივე სახლებიდან, გაფართოებული რეალობის საშუალებით შეძლებთ, ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფესტივალი ვირტუალურ რეალობაში ტარდება. შარშან, მაშინ როცა პანდემია ახალი დაწყებული იყო, WSJ-ს მიხედვით, ფესტივალს ვირტუალური რეალობის სათვალეების დახმარებით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო, ეს ნიშნავს, რომ ფესტივალს 5-ჯერ უფრო მეტი ადამიანი დაესწრო, ვიდრე 2019 წელს, რეალობაში.

წლევანდელ ღონისძიებაზე დასწრება უფასო იქნება, თუმცა ფესტივალი დონაციებს თამამად მიიღებს.

ვირტუალური სივრცის დათვალიერება აქვე, პირდაპირ თქვენი ბრაუზერიდან შეგიძლიათ.

ტრადიციულად, ფესტივალი ნევადის უდაბნოში იმართება ხოლმე. მასზე დასასწრებად ადამიანები მთელი დედამიწიდან ათასობით კილომეტრს გადიან, თუმცა წელს საშუალება გეძლევათ მას პირდაპირ თქვენივე ოთახებიდან დაესწროთ.