USERN-ის პრემია USERN-ის (სამეცნიერო განათლებისა და კვლევის უნივერსალური ქსელი) მიერ დადგენილი საერთაშორისო ჯილდოა. იგი ყოველწლიურად გადაეცემა 40 წელს ქვემოთ მეცნიერებსა და მკვლევრებს, რომლებმაც მიაღწიეს მნიშვნელოვან წინსვლას კვლევის სფეროში, სამეცნიერო განათლებაში ან კაცობრიობის სამსახურში. პრემია ხუთი სხვადასხვა მიმართულებით გაიცემა. ესენია: სამედიცინო მეცნიერებები, ბიოლოგიის მეცნიერებები, ფორმალური მეცნიერებები, ფიზიკისა და ქიმიის მეცნიერებები და სოციალური მეცნიერებები.

2021 წელს USERN პრემიაზე დაახლოებით 10 000 მეცნიერი იყო ნომინირებულია. შემდეგ ეტაპზე 150-200 მეცნიერი გადავიდა, რომელთა განცხადებებმა ხანგრძლივი სამეცნიერო შეფასება გაიარეს. ამის შემდეგ, USERN-ის საკონსულტაციო საბჭომ, რომელიც ნობელის ლაურეატებისგან და წამყვანი მეცნიერებისგანაა დაკომპლექტებული, თითოეული მიმართულებიდან 10 საუკეთესო მეცნიერი შეარჩია. მათ შორისაა ქართველი მეცნიერი ზურაბ გუგუჩია, რომელიც ფიზიკის მეცნიერებების ნომინაციაშია დასახელებული.

ფოტო: USERN

საბოლოო ეტაპზე, საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად, ხმის მიცემა ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეგვიძლია. მიღებული ხმები საბჭოს წევრებს თითოეულ ნომინაციაში საუკეთესოს ამორჩევაში დაეხმარება.

კენჭისყრაში მონაწილეობის მსურველებს ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ფოტო: pbs.twimg.com

რაც შეეხება ზურაბის კვლევას, მის მთავარ საგანს ნახევარგამტარული გარდამავალი ლითონების დიკალკოგენიდების (TMD) დეფექტებით გამოწვეულ მაგნიტურ ფაზებში ახალი მახასიათებლების ძიება წარმოადგენს. ასევე, ეფექტიანი გზების მოძებნა ახალი მაგნიტური ნახევარგამტარების კონტროლისა და მანიპულირებისთვის ულტრათხელ ზღვრამდე, რათა შეძლონ ამ სისტემების მაგნიტური კრიტიკული ტემპერატურის ოთახის ტემპერატურამდე მიყვანა — ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია მომავალში მაგნიტური ნახევარგამტარების გამოყენებისთვის კვანტურ ელექტრონიკაში.

საბოლოოდ, ზურაბის მიზანია ზემოხსენებულ პროექტებში ფუნდამენტურ გამოწვევებთან გამკლავება და კვანტური მატერიის ეგზოტიკური მდგომარეობების კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.