CO2 ლაზერული საჭრელი დანადგარი საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია და ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ თბილისში 100-მდე ერთეული პოვნას შეძლებთ. თუმცა, აღსანიშნია, რომ თითოეული მათგანი უცხოეთიდან არის ჩამოტანილი და ადგილობრივი წარმოების არცერთია. მეტიც, ასეთი დანადგარი საქართველოში დღემდე არ იწარმოებოდა.

თუმცა, ეს ყველაფერი შეიცვალა, ქართველმა ინჟინერმა, ნიკა ალავიძემ პირველი CO2 ლაზერული ჭრის დანადგარი შექმნა.

როგორც ნიკა გვიყვება, ასეთ დანადგარებს ძირითადად იყენებენ სარეკლამო კომპანიები
მცირე და დიდი ბიზნესები. მისი მეშვეობით შესაძლებელია ხეზე, ორგანული მინაზე, პლასტმასზე, ქაფისებრი მასალებსა და შუშაზე მუშაობა, ასევე შესაძლებელია მეტალზე გრავირებაც.

ადგილობრივ, ბაზარზე და რეგიონშიც მსგავსი ლაზერების წარმოება არ არის, უბრალოდ ყიდულობენ ჩინეთში და ჩამოაქვთ.

ჩვენ ვამზადებთ 2 ჯერ ნაკლებ დროში ვიდრე რა დროც სჭირდება დანადგარის ჩინეთიდან ან ამერიკიდან ჩამოტანა — ამბობს ნიკა Next.On.Ge-სთან საუბრისას

ასეთი დაზგის აქ აწყობის შემთხვევაში თქვენ გარანტიასაც მიიღებთ და ფასში შევა მონტაჟი, შემდგომი სერვისი და სწავლება, როგორც 2D ასევე 3D აპლიკაციებისაც.