Virgin Galactic-ის კოსმოსური ბილეთების საწყისი ფასი უკვე ცნობილია
კოსმოსური ხომალდების კომპანია Virgin Galactic-ის მილიარდერი დამფუძნებელი, რიჩარდ ბრენსონი რამდენიმე კვირის წინ გაფრინდა კოსმოსში. ახლა კი, კომპანიამ განაცხადა, რომ კოსმოსური ფრენებისთვის ბილეთების გაყიდვა მათ 5 აგვისტოს დაიწყეს, საწყისი ფასი კი 450 000$-ია.
ბრენსონმა Virgin Galactic-ის რაკეტით ნიუ მექსიკოს უდაბნოს თავზე, 11 ივლისს, რამდენიმე საათით იფრინა და უსაფრთხოდ დაუბრუნდა დედამიწას. ეს მისი ხომალდის პირველი ეკიპაჟიანი საცდელი ფრენა იყო კოსმოსში — სიმბოლური ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მან 17 წლის წინ დაისახა მიზნად.
ივნისში Virgin Galactic-მა აშშ-ს საავიაციო უსაფრთხოების მარეგულირებლისგან ადამიანების კოსმოსში გაფრენის შესახებ ნებართვა მიიღო. ხუთშაბათს კი კომპანიის აქციები გაფართოებულ ვაჭრობაში 5%-ით გაიზარდა.
კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი მომხმარებლებს შესთავაზებენ როგორც ცალკეულ ადგილს, ასევე რამდენიმე ადგილიან პაკეტს და სრულ ფრენას.
კომენტარები