2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ვირუსი ჩინეთში დააფიქსირეს, COVID-19 ოფიციალური მონაცემებით დღემდე 200 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 4 მილიონზე მეტი დაიღუპა.

გლობალური ვაქცინაციის დაწყებიდან, უკვე დღეს აცრები მიმდინარეობს ყველა კონტინენტზე, 213 ქვეყანასა და რეგიონში. მთლიანობაში გამოყენებულია 3,5 მილიარდზე მეტი დოზა.

საქართველოში NCDC-ის მონაცემებით, საერთო ჯამში, 15 ივლისისთვის, ქვეყანაში გამოყენებულია 334 133 დოზა ვაქცინა, სრულად აცრილია 126 739 ადამიანი.

პოდკასტში ვსაუბრობთ კორონავირუსზე და ვაქცინაციაზე, განვიხილავთ, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიო ვაქცინაციას, ისე ამ მხრივ საქართველოში განვითარებულ პროცესებს.

ამ ყველაფრში ჩვენი დღევანდელი სტუმარი, სამეცნიერო ჟურნალისტი დიმიტრი ლიპარტელიანი დაგვეხმარება.

SoundCloud

PodBean

Google Podcasts

Spotify

Pocket Casts

Apple Podcasts