ეგზოპლანეტები მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტებია. ისინი მოძრაობენ არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავის, თუ ვარსკვლავური ნარჩენის გარშემო.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარტო ჩვენს გალაქტიკაში 11 მილიარდი ისეთი ეგზოპლანეტაა, რომელზეც სიცოცხლის არსებობაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ სამყაროში არამიწიერი სიცოცხლეც ასეთივე მრავალფეროვანი შეიძლება იყოს.

დღეს სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ. უფრო ახლოდან გავიცნობთ ეგზოპლანეტებს, გავიგებთ თუ როგორ ხდება მათი აღმოჩენა და რამდენად სავარაუდოა, რომ ამ სამყაროში მარტონი არ ვიყოთ. ამ ყველაფრის გარკვევაში კი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ფიზიკოსი ლადო რაზმაძე დაგვეხმარება.

SoundCloud

PodBean

Google Podcasts

Spotify

Pocket Casts

Apple Podcasts