ნახეთ: მანქანა, რომელიც ვიდეოთამაშიდან გადმოსულს ჰგავს — Teorema
ავტომობილების იტალიურმა კომპანიამ, Pininfarina-მ მანქანის ახალი კონცეპტი შეიმუშავა, სახელად Teorema, რომელსაც გამარტივებული ვიზუალი და მოდულარული შიდა სივრცე აქვს. ეს მანქანა განკუთვნილია მთელი ღამის მართვისთვისაც.
კომპანიის განცხადებაში, ავტომობილის დიზაინერი განმარტავს, თუ როგორ შექმნეს მანქანა VR ტექნოლოგიების გამოყენებით. ის იყენებს Bentler Electric Drive სისტემას.
Teorema-ს ვიზუალი ნამდვილად თვალშისაცემია, რადგან ის საოცრად ჰგავს მანქანებს ვიდეოთამაშიდან Cyberpunk 2077.
მგზავრები მანქანაში უკანა პანელის წყალობით შედიან. მანქანას აქვს ერთი წინა სავარძელი მძღოლისთვის. მგზავრების დასაჯდომი ოთხი ადგილი კი არის ადაპტირებადი და შეიძლება მათი გადაკეთება საწოლად.
საინტერესოა ისიც, რომ მანქანას აქვს სხვადასხვა დონეები მართვისთვის. ყველაზე მაღალი დონე მეხუთეა, რომლის დროსაც მძღოლს საშუალება აქვს მობრუნდეს და ეკონტაქტოს სხვა მგზავრებს.
მძღოლი მანქანის მართვისთვის იყენებს ორ ჯოისტიკს, სადაც დატანილია სხვადასხვა საკონტროლო ღილაკები. ასევე, მგზავრებს შეუძლიათ გააკონტროლონ მართვის პროცესი მოწყობილობებით სახელად WayRay, რომელიც ჩამონტაჟებულია მანქანის ჭკვიან შუშაში.
ამჟამად, იტალიის კანონმდებლობის თანახმად, ავტომობილის მწარმოებლებს შეუძლიათ წარადგინონ მეორე დონის ავტონომიური მანქანები (Level 2). აღნიშნული მანქანის მართვისას მძღოლის მნიშვნელოვან/ძირითად ჩართულობას ითვალისწინებს და შორსაა სრულად ავტონომიური (Level 5) მართვისგან. როგორც ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა თქვა, მეხუთე დონე უფრო რთულია, ვიდრე ელოდნენ. ამის გამო Teorema, როგორც Level 5-ის ავტონომიური მანქანა, რეალობისგან ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა.
კომენტარები