იაპონელმა ინჟინრებმა ინტერნეტის სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარეს — 319 ტერაბიტი წამში
იაპონელმა ინჟინრებმა უსწრაფესი ინტერნეტის მიღწევით მსოფლიო რეკორდი დაამყარეს, რა დროსაც მონაცემთა გადაცემის სიჩქარემ წამში 319 ტერაბიტს მიაღწია. ამის შესახებ ივნისში ჩატარებული ოპტიკურბოჭკოვანი კომუნიკაციების საერთაშორისო კონფერენციის ანგარიშში ვკითხულობთ. მსოფლიო რეკორდი 3000 კილომეტრის დისტანციაზე დამყარდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველაფერი ეს თანამედროვე საკაბელო ინფრასტრუქტურასთან თავსებადია.
ახალი რეკორდის სიჩქარის ზუსტად გააზრება ცოტა რთულია. ეს თითქმის ორჯერ მეტია წინა რეკორდთან (178 ტბ/წმ) შედარებით, რომელიც 2020 წელს დაფიქსირდა. ხოლო კიდევ უფრო ადრინდელ რეკორდზე (44.2 ტბ/წმ )კი 7-ჯერ უფრო მეტი. ამასთან შედარებით ნასას საქვეყნოდ ცნობილი ინტერნეტის სიჩქარე (400გბ/წმ) ძალზედ პრიმიტიულად გამოიყურება. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მაქსიმალური სამომხმარებლო ინტერნეტის სიჩქარე, რომელსაც ჩვეულებრივი მომხმარებლები იყენებენ წამში 10 გბ-ს წარმოადგენს. ასე რომ, ახალი რეკორდის სისწრაფე ნამდვილად წარმოუდგენელია.
კომენტარები