WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, მოსახლეობის მესამე დოზით აცრისთვის, ისრაელს ეგოისტი უწოდა
ისრაელში ვაქცინაცია ისევ აქტიურად მიმდინარეობს. სახელმწიფო მოსახლეობას უკვე Pfizer-BioNTech ვაქცინის მესამე დოზითაც ცრის.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, აცრა განსაკუთრებით უტარდებათ დაბალი იმუნიტეტის მქონე მოქალაქეებს. მათი მიზანია მსოფლიოში გავრეცელბულ სხვადასხვა მზარდ შტამებთან მარტივად ბრძოლა.
დიდი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის მაქსიმალურად ძლიერი დაცვა, როგორც ჩანს, ნამდვილად კარგი იდეაა, თუმცა, ამ იდეას ყველა მხარს არ უჭერს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, თედროს ადანომ გებრეიზუსმა, გააკრიტიკა ისრაელი, ორშაბათის მედია ბრიფინგის დროს და ქვეყანას არსებითად ეგოისტი უწოდა.
"ჩვენ ახლა გაცნობიერებულ არჩევანს ვაკეთებთ, რომ არ დავიცვათ ისინი, ვისაც ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება", — თქვა თედროსმა.
თედროსი ჯერაც განაგრძობს კამათს, რომ ვაქცინის დამატებითი დოზა უნდა შესულიყო იმ ქვეყნებში, სადაც არ აქვთ ვაქცინასთან იგივე დონეზე წვდომა, როგორც მათ მდიდარ მეზობლებს, როგორიც ისრაელია.
"ამჟამად, მონაცემები გვიჩვენებს, რომ ვაქცინა გვთავაზობს ხანგრძლივ იმუნიტეტს მძიმე და მომაკვდინებელი COVID-19-ის წინააღმდეგ. ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს ვაქცინა მათთვის, ვისაც ჯერ არცერთი დოზა არ მიუღია, დაცვის მიზნით", — დასძინა თედროსმა.
კომენტარები