Windows 11-ის დაყენების შემდეგ გეძლევათ 10 დღე, რომლის განმავლობაშიც Windows 10-ზე დაბრუნებას შეძლებთ
თუ Windows 11-ის UI-ს განახლებები, ან სხვა ოპერატიული სისტემის ცვლილებები არ მოგწონთ, Microsoft გაძლევთ საშუალებას, რომ დაუბრუნდეთ Windows 10-ს. თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის ძალიან ცოტა დრო გექნებათ.
Microsoft-ის Windows 11-ის საწყისი ვერსია Insider-ებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. სავარუდოდ, ოპერატიული სისტემის ახალი ვერსია გამოვა წლის ბოლოს, როცა პერსონალური კომპიუტერების მფლობელთათვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ავტომატური განახლება 2022 წლამდე არ იქნება.
იმისთვის, რომ ცვლილებები შეამჩნიო, მხოლოდ დანახვაც საკმარისია. ეს კი მაშინაც, თუ ვინდოუსის მომხმარებელი არც ხარ, მაგრამ ზოგიერთ ცვლილებას მხოლოდ მაშინ შეამჩნევ, როცა თვითონ გამოცდი. აქამდე, როცა განაახლებდი Windows-ის ვერსიას, რჩებოდი ახალ Windows-ზე, მაგრამ Windows 11-თან დაკავშირებით Microsoft-ის FAQ-ის მიხედვით, მწარმოებლები აცხადებენ, რომ Windows 10-ზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება.
კითხვების მიერ გადაფარულ სადავო საკითხზე, სისტემის განახლების საჭიროებებზე ან თუნდაც "update-სა" და "upgrade-ს" შორის განხსვავებებზე ვკითხულობთ განცხადების დოკუმეტში:
"მას შემდეგ რაც დააინსტალირებთ Windows 11-ის განახლებას, მოგეცემათ 10 დღე იმისთვის, რომ გადაწყვიტოთ დაბრუნდებით თუ არა Windows 10-ზე, რათა შეძლოთ ყველა ფაილის და პერსონალური მონაცემის შენახვა, რომელიც გქონდათ. 10 დღის შემდეგ თუ დაბრუნდებით Windows 10-ზე, მოგიწევთ თქვენი ინფორმაციის სათადარიგო ასლების გაკეთება და Windows 11-ის ინსტალაციის წაშლა."
თუ აღმოაჩენთ, რომ ახალი პანელი თქვენთვის აუტანელია, მარტივად შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ძველ ოპერატიულ სისტემას. განახლების და დაცვის მენიუ Windows-ის პარამეტრებში გაძლევთ საშუალებას, რომ დააბრუნოთ თქვენი სისტემა Windows 10-ზე, ყველა აპლიკაციის და პერსონალური მონაცემის ჩათვლით.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ Windows 10-ს ექნება განახლებები 2025 წლის ოქტომბრამდე. განახლებები კი დამოკიდებული იქნება Windows 11-ის გამოყენების მაჩვენებელზე.
Start-ის მენიუ კი ცოტახნით ისევ ისეთი დარჩება, როგორიც ახლაა (დაახლოებით, მომავალი ხუთი წელი მაინც).
კომენტარები